თბილისის მეტროს პირველ ხაზზე აღდგა მატარებლების მოძრაობა — ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.
„თბილისის მეტროს პირველი ხაზზე (ახმეტელის თეატრი - ვარკეთილი) აღდგა მატარებლების მოძრაობა და ყველა სადგური გაიხსნა მგზავრებისთვის“ — აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ მეტროს პირველ ხაზზე, მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებული იყო მატარებლების მოძრაობა.
სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა დროულად გამოასწორეს ხარვეზი და პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს.