თბილისის მუნიციპალიტეტს MAN-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა მოემსახურება

თბილისის მუნიციპალიტეტს MAN-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა მოემსახურება

access_time2022-09-09 17:10:41

„თეგეტა ჰოლდინგი“ დედაქალაქის განვითარებასა და კეთილმოწყობაზე ზრუნვას განაგრძობს. ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ „თბილსერვის ჯგუფს“ MAN-ის ბრენდის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა გადასცა.

 

ახალი სპეცტექნიკისთვის ტენდერი თბილისის მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვების შემდეგ, პირველ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტმა „თეგეტა თრაქ ენდ ბასისაგან“ 12 ერთეული MAN TGS 33.360 6x4 BL CH ტექნიკა მიიღო. თანამედროვე ნარჩენების გადამტვირთავი დედაქალაქს უკვე ემსახურება. სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, „თეგეტა“ „თბილსერვის ჯგუფს“ დამატებით 15 ერთეულ ნაგავმზიდს ოქტომბერში გადასცემს.

 

ბექა ბერიძე „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ დირექტორი: მოხარულები ვართ, რომ დედაქალაქის განვითარების პროცესში „თეგეტა“ აქტიურად არის ჩართული. საამაყოა, რომ თბილისის ქუჩების სისუფთავეზე გერმანული პრემიუმ ბრენდის MAN-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა იმუშავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულების თანახმად, „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ იღებს ვალდებულებას, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების გამართულობა და სერვისი უზრუნველყოს“.

 

შიდა

„თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მიერ გადაცემული 12 ერთეული MAN TGS 33.360 6x4 BL CH ნარჩენების გადამტვირთავი, სხვა სპეციალური დანიშნულების ტექნიკასთან ერთად, თბილისის მერმა წარადგინა. კახა კალაძემ აღნიშნული სპეცტექნიკის მიწოდებაში მონაწილე კომპანიებს მადლობა გადაუხადა.

 


სატვირთო, კომერციული ტრანსპორტისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასია“.

 

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის განვითარებაზე „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ 2016 წლიდან ზრუნავს. კომპანია თბილისს თანამედროვე ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფს, მათ შორის არის MAN-ის მარკის უახლესი თაობის, ევრო 6 სტანდარტის მუნიციპალური ტრანსპორტი.

 

***

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“  2006 წელს დაარსდა და სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ გერმანულ  ბრენდს, MAN-ს, საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს. Tegeta Truck and Bus-ის სერვისცენტრი  Man-ის ცენტრალური, მიუნხენის ცენტრის სტანდარტებით აშენდა და აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. Tegeta Truck and Bus-ის საქმიანობა მოიცავს სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის კომერციული ავტომობილების სრულ სერვისს, ასევე რეალიზაციასა და რეალიზაციის შემდგომ საგარანტიო მომსახურებას.

 


(R)






თეგები:
MAN



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up