კომპანია „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ნაწილს 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის და ბუაჩიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არბოს და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, დელისის, კამანის, ნადარეიშვილის, ნუცუბიძის, გაზაფხულის, ჯებაშვილის, ინტენსიფიკაციის, ბენდელიანის, კოსტავას, ალექსიძის, გაგარინის და შავგულიძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთის და ნაფარეულის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის IV, VII მიკრორაიონების, კობახიძის, ხიზანიშვილის და მირაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.