თბილისის ქუჩებს რუსული მანქანები მორეცხავენ - მერიის ტენდერის დეტალები

თბილისის ქუჩებს რუსული მანქანები მორეცხავენ - მერიის ტენდერის დეტალები

access_time2023-04-18 17:30:39

მომავალი კვირიდან თბილისის ქუჩების დასუფთავება-მორეცხვა სისტემატურ სახეს მიიღებს. ამის შესახებ განცხადება დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

 

როგორც აღმოჩნდა დედაქალაქის ქუჩების დასასუფთავებლად თბილისი მერია რუსული წარმოების „კამაზებს“ გამოიყენებს.

 

ამასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის ნახვა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

 

2022 წლის 23 სექტემბერს შპს თბილსერვის ჯგუფის მიერ გამოცხადებულ 4 879 984  ტენდერში, რომელიც კომბინირებული მარილმომყრელი და ქუჩების მომრწყავი 10  ა/მანქანების შეძენას ითვალისწინებდა გამარჯვება შპს ბიზნეს ჯგუფი 2010-მა მოიპოვა და გასული წლის ნოემბერში მასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა.

 

მიღება-ჩაბარების აქტი 4 აპრილს შედგა, რომელშიც ნათქვამია, რომ  2023 წლის 29 მარტს შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მიიღო და შპს „ბიზნეს ჯგუფი 2010“- მა შეასრულა ხელშეკრულების 2.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება - კომბინირებული მარილმომყრელი ქუჩების მომრწყავი ა/მანქანა: სპეც ა/ მანქანა MD-532, KAMAZ-65115 შასიზე- 6 ერთეული. მოწოდებული საქონლის ღირებულებაა 2 665 346.40 ლარი. გაფორმებული ხელშეკრულება 30 ივნისამდეა ძალაში.


 

შპს ბიზნეს ჯგუფი 2010 რეგისტრირებულია 1995 წელს, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი 85 წლის სიმონ მეფარიძეა. 2023 წლის იანვარში შპს „ბიზნეს ჯგუფი 2010“-ს შპს „ჯორჯიან იმპექსი“ შეერწყა

 

tendermonitor.ge-ის თანახმად შპს „ბიზნეს ჯგუფი 2010“-ს მონაწილეობა აქვს მიღებული 184 ტენდერში აქედან უმრავლესობა 57.1% მოგებული აქვს. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება  22 978 475 ლარია. ასევე მონაწილეობდა 395 გამარტივებული შესყიდვაში. ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 2 234 300 ლარია. 

 

ტენდერის დოკუმენტაციას თან ახლავს მწარმოებლის წერილიც, რომელშიც აღნიშნულია რომ შპს „ბიზნეს ჯგუფი 2010“ წარმოადგენს კამაზის ოფიციალურ დილერს საქართველოს ტერიტორიაზე. წერილს ხელს აწერს კამაზის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე საზღვარგარეთ გაყიდვებისა და სერვისის განვითარების დარგში ი.ჩ სტრაშინსკი.

 

რაც შეეხება საკონტაქტო ინფორმაციას, შპს ბიზნეს ჯგუფი 2010-ის ელფოსტა გამოიყურება ასე  kamaz.ge@mail.ru

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up