თბილისის ქუჩებში ელექტრო ველოსიპედები გამოჩნდება

თბილისის ქუჩებში ელექტრო ველოსიპედები გამოჩნდება

access_time2022-10-17 14:00:24

ელექტრო მოპედების პირველი საზიარო კომპანია ქარი დედაქალაქის მასშტაბით კიდევ ერთ ალტერნატიული ტრანსპორტს ამატებს. უახლოეს 10 დღეში, თბილისის მცხოვრებლებს ელექტრო ველოსიპედით გადაადგილებაც შეეძლებათ.


როგორც კომპანია ქარის თანადამფუძნებელი დანიელ დოინიცინი ბიზნეს ფორმულასთან აღნიშნავს, ალტერნატიული ტრანსპორტის პროექტის გაფართოების მიზეზი თბილისის საცობი და მასთან გამკლავებაა.


​დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - მანქანით გადაადგილება, არა მარტო ე.წ. პიკის საათში, არამედ მთელი დღის განმავლობაში უფრო რთულდება. ჩვენს ქალაქში სულ საცობია, ამიტომ გადაწყვიტეთ სიახლე შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის და რამდენიმე დღეში ქუჩებში უკვე გამოჩნდება ელექტრო ველოსიპედები. პირველ, საპილოტე ეტაპზე, ბაზარზე სულ 100 ელექტრო ველოსიპედი იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო თუ პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, რაოდენობას მალევე გავზრდით. გვაქვს მოლოდინი, რომ გადაადგილების ეს საშუალება სუპერ პოპულარული გახდება, რადგან ფაქტია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტზე მოთხოვნა მზარდია, - აღნიშნავს დანიელ დოინიცინი.



მისივე თქმით, ელექტრო ველოსიპედის უპირატესობა ისაა, რომ ამ ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლიათ ადამიანებს, რომელთაც მართვის მოწმობა არ აქვთ. ამასთან, მსგავსი პროექტი შესაძლოა დედაქალაქის მერიისთვის ერთგვარი წამახალისებელი აღმოჩნდეს, რათა შესაბამის ინფრასტრუქტურაზე ეფექტურად და დროულად იმუშაოს.


არიან ადამიანები, ვისაც მაგალითად მოპედით ან სქროლით გადაადგილება უჭირთ. თანაც მოპედს მართვის მოწმობა სჭირდება, ელექტრო ველოსიპედების ბაზარზე შემოყვანით კი ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებასაც ვისახავთ მიზნად. თანაც, ამ შემთხვევაში მცირდება ასაკობრივი შეზღუდვაც და რაც მთავარია, ესაა სრულიად ჯანსაღი გადაადგილების საშუალება. ამიტომ, გადავწყვიტეთ რომ მომხმარებლებს უფრო მეტი არჩევანის გაკეთების საშუალება მივცეთ. ყველაფერთან ერთად, ალტერნატიული ტრანსპორტის განვითარებამ შესაძლოა შესაბამის ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნაც გაზარდოს და იქნებ, დედაქალაქის მერიაც წახალისდეს, - ამბობს დანიელ დოინიცინი.


წყარო:businessformula.ge



თეგები:
ქარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up