თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპრეცედენტო ბიზნეს დავა რუსული სახელმწიფო კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპრეცედენტო ბიზნეს დავა რუსული სახელმწიფო კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა

access_time2021-02-18 10:00:15

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპრეცედენტო ბიზნეს დავა რუსული სახელმწიფო კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა. საქმე ეხება მსოფლიოში ცნობილი არყის, „სტოლიჩნაიას“ სავაჭრო ნიშნებს საქართველოში. „კომერსანტმა“ გაარკვია, რომ რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ „FKP Sojuzplodoimport“-მა შვეიცარიული „ZHS IP Worldwide Sarl“-ის წინააღმდეგ ქართულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და „სტოლიჩნაიას“ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

 

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ რუსული სახელმწიფო კომპანიის სარჩელი გასულ წელს დააკმაყოფილა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დატოვა და ლუქსემბურგში რეგისტრირებულ კომპანიას ყველა ნიშანი გააუქმა. მედიაჰოლდინგი დაინტერესდა, თუ რატომ უნდა დათმოს „ZHS IP Worldwide Sarl“-მა „სტოლიჩნაიას“ ცნობილი სავაჭრო ნიშანი. საკითხზე სასაუბროდ, საქართველოში „FKP Sojuzplodoimport“-ის ინტერესებს დამცველ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანია „მიქაძე გეგეჭკორი თაქთაქიშვილს“ დავუკავშირდით. კომპანიის იურისტმა გიორგი თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ თემაზე კლიენტის თანხმობის გარეშე ვერ ისაუბრებდა. რაზეც რუსული სახელმწიფო კომპანიის ადვოკატი არ საუბრობს, საუბრობს შვეიცარიული კომპანიის ინტერესების დამცველი. იურიდიული კომპანია BLB-ს დამფუძნებელი და მმართველ პარტნიორი, კახა შარაბიძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეუერთდა, რაც ადვოკატის განმარტებით, საქართველოში სასაქონლე ნიშნების კუთხით სახიფათო პრეცედენტს ჰქმნის. კახა შარაბიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლო კომპანიას დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ჩააბარებს, მიღებულ გადაწყვეტილებას „ZHS IP Worldwide Sarl“ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

„სამწუხაროდ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა. ინტელექტუალური საკუთრების სამართალი ძალიან სპეციფიკური სფეროა, მოსამართლეების კვალიფიკაცია ამ სფეროში არის ძალიან დაბალი. ჩემი აზრით, სასამართლო კოლეგია დავის არსში და შინაარსში ვერ გაერკვა, ამავე დროს სასამართლო ვერ გაერკვა რამდენად დამაზიანებელია ეს გადაწყვეტილება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თვალსაზრისით, ქვეყანას რამდენად აყენებს ზიანს და რამდენად არყევს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში. ყველა ამ ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ სასამართლომ არ გაიზიარა სასაქონლე ნიშნების მფლობელის არგუმენტები და ძალაში დატოვა ყველა ნიშნის გაუქმება. იმედი მაქვს, რომ  უზენაესი სასამართლო ამ ხარვეზს გამოასწორებს“, - განაცხადა კახა შარაბიძემ.

 

BLB-ს დამფუძნებელი და მმართველ პარტნიორი, აცხადებს, რომ რუსული სახელმწიფო კომპანია ქართველ მომხმარებლებზე მანიპულირებს. მისი თქმით, ეს საქმე საერთაშორისო დავის ნაწილია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხუთ კონტინენტზე მიმდინარეობდა. როგორც კახა შარაბიძე გვიყვება უცხოური სასამართლოების მანიპულირების გზით, რუსულმა სახელმწიფომ სასაქონლო ნიშნების კონტროლი მხოლოდ რამდენიმე იურისდიქციაში შეძლო. ადვოკატის განმარტებით, სასამართლო დავა სახიფათო ტენდენციით არის დაწყებული. როგორც იგი აცხადებს, რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ ქართველი მომხმარებლების დაცვის მანტიით შემოსილმა მოახერხა, შვეიცარიული კომპანიის საკუთრებაში არსებული თრეიდ მარკების რეგისტრაცია გაუქმება.

 

„შვეიცარიულ კომპანია „Worldwide Sarl“-ს დაახლოებით 20 წელზე მეტია საკუთრებაში გააჩნია, საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები, რომელიც სიტყვა „სტოლიჩნაიას“ შეიცავს. მათ ფრენჩაიზი გასცეს ლატვიურ კომპანიაზე, შესაბამისად საქართველოში შემოსული არაყი იწარმოება ლატვიაში. რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ ქართულ სასამართლოში შემოიტანა სარჩელი და მოითხოვა ჩვენი კლიენტის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის გაუქმება.


 

„რუსული სახელმწიფო ორგანიზაცია არ დავობს იმის შესახებ, რომ საქართველოში მათი ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაირღვა. „Sojuzplodoimport“- მა სარჩელი ქართველი მომხმარებლების უფლებების დაცვის სარჩულით შემოიტანა. თითქოს რუსულ სახელმწიფო ორგანიზაცია ქართველი მომხმარებლების უფლებებით დაინტერესდა და მათ იცავს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია სხვადასხვა იურისდიქციებში, ჩვენი კლიენტის წინააღმდეგ სასამართლოში დავებს სხვადასხვა საფუძვლებით ახორციელებს  და ცდილობს ბრენდის გამოყენების უფლება შეზღუდოს, თუმცა საქართველოში პირდაპირი გზა ვერ მოძებნეს და კანონის შემდეგ მოთხოვნას ეყრდნობიან: კანონი ამბობს, რომ ნებისმიერ მესამე პირს შეუძლია მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის გაუქმება თუ სასაქონლო ნიშანი მომხმარებელს უქმნის მცდარ წარმოდგენას პროდუქტის ადგილის წარმოშობის შესახებ. მათ ჩაატარეს სოციალური გამოკითხვა საქართველოში და მომხმარებელს ჰკითხეს თუ სადაური ბრენდია „სტოლიჩნაია“. მომხმარებელი ასოციაციურად წავიდა რუსეთთან, უკრაინასთან, საბჭოთა კავშირთან, მაგრამ არავინ დაუკავშირა ეს ლატვიას. მათ თქვეს, რომ მომხმარებელი პროდუქტს ასოციაციურად უკავშირებენ სხვა ქვეყანას და არა ლატვიას. მათი თქმით, ქართველი მომხმარებელი შესულია შეცდომაში, რადგან მწარმოებელი ქვეყანა ვერ გამოიცნეს და ნიშანი უნდა გაუქმდეს. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და პირველმა ინსტანციამ ყველა სასაქონლო ნიშანი, რომელიც სიტყვა „სტოლიჩნაიას“ შეიცავდა გააუქმა“, - გვიყვება ადვოკატი.

 

BLB-ს დამფუძნებელი და მმართველ პარტნიორი ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლომ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც გადაწყვეტილება რუსულ სახელმწიფო კომპანია „FKP Sojuzplodoimport“-ის სასარგებლოდ მიიღო. კახა შარაბიძის თქმით, გადწყვეტილება საშიში და დამაზიანებელი პრეცედენტია, რომელიც საქართველოს სასაქონლო ნიშნების მსოფლიო რუკაზე ჩრდილოეთ კორეად აქცევს.  მისი განცხადებით, ნიშნების გაუქმება საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა სასაქონლე ნიშანს საქართველოში, რომელსაც მომხმარებელი ასოციაციურად ამ თუ იმ ქვეყანას უკავშირებს და ვერ გამოიცნობს სად იწარმოება კონკრეტული საქონელი.

 

თითქოს რუსულ სახელმწფოს ადარდებს და გული უჩუყებს ქართველი მომხმარებლის უფლებებზე და მოსახლეობის ტოტალური შეცდომიდან გამოყვანა უნდა, ამიტომ ხარჯავს დროს, ფულს და ენერგიას საქართველოში. თუ ამ საფუძვლით საერთაშორისო სავაჭრო ნიშანი გაუქმდა, ეს ნიშნავს რომ ამავე საფუძვლით საქართველოში თითქმის ყველა საერთაშორისო სავაჭრო ნიშანი უნდა გაუქმდეს, თუ მომხმარებელი წარმოშობის ქვეყანას ვერ გამოიცნობს. Burberry, Hugo Boss, Armani, Heineken, Harp, რომ ჰკითხოთ მოსახლეობას რას უკავშირებენ ამ ბრენდებს ყველა ბუნებრივია დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, იტალიას დაუკავშირებს, მაგრამ მწარმოებელ ქვეყნას ვერავინ გამოიცნობს. მაგალითად Burberry იწარმოება მექსიკაში, კამბოჯაში, პერუში, Heineken ნატახტარში იწარმოება, Harp- საგურამოში  მომხმარებელი ასოციაციურად ბრენდს უკავშირებს ქვეყანას, მაგრამ ვერ იცნობს მწარმოებელს. ეს თუ საფუძველია ბრენდის რეგისტრაციის გაუქმების, ზუსტად იგივე საფუძვლით ნებისმიერი ადამიანი ჩაატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვას და შეიტანს სარჩელს“, — განმარტავს კახა შარაბიძე.

 

BLB-ს დამფუძნებელი და მმართველ პარტნიორი გვიყვება, რომ სასამართლოს დასრულებამდე ბიზნესი ოპერირებას შეუფერხებლად აგრძელებს, თუმცა თუ უზენაესი სასამართლო პირველი და მეორე ინსტანციების გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს. ბაზარზე ქაოსი შეიქმნება, რა დროსაც დახლებზე გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქცია ერთი და იგივე სახელწოდებით გაჩნდება.

 

„ამ ეტაპზე კომპანია ისევ რჩება სასაქონლო ნიშნებზე უფლების მფლობელი, რომელიც სხვადასხვა კომპანიებს აძლევს უფლებას ამ ნიშნის გამოყენების. დავის დასრულებამდე ამ სასაქონლო ნიშნით საქონლის იმპორტიორებს პრობლემა არ ექმნებათ. გაურკვეველი სიტუაცია მაშინ შეიქმნება, როცა ეს ნიშანი საქართველოში დაცული არ იქნება და ნებისმიერ კომპანიას შეეძლება ამ აღნიშვნით არაყი აწარმოოს ან შემოიტანოს. შეიქმნება აბსოლუტური ქაოსი, ასე ხდება როცა სასაქონლე ნიშანზე უფლებები არ არის დაცული. ასეთ დროს აუცილებლად დაზარალდება მომხმარებელი, რადგან ვეღარ გაარჩევს ერთმანეთისგან სხვადასხვა მწარმოებლის მიერ წარმოებულ ამ ნიშნის არაყს“, - აცხადებს კახა შარაბიძე.

 

კახა შარაბიძეს ახლა იმედი აქვს, რომ უზენაეს სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში არ დატოვებს და მსოფლიოში აღიარებულ ბრენდს ქვეყანაში ოპერირება საშუალებას მისცემს. იურისტი "კომერსანტს" უყვება, რომ მისი საერთაშორისო კლიენტები ფაქტით შეშფოთებული არიან. ამბობს, რომ საქმეში ჩართულები არიან იურისტები სათაო ოფისიდან პროცესს თვლის გაკვირვებით ადევნებენ. BLB-ს დამფუძნებელი და მმართველ პარტნიორის განცხადებით, თუ უზენაეს სასამართლოც ბიზნეს დავას რუსული სახელმწიფო კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვეტს კომპანიას განზრახული აქვს საკითხის განზოგადება მოახდინოს, რათა ცნობილი გახდეს პოტენციური რისკები რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ ყველა სასაქონლო ნიშანს ექმნება.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up