2022 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 998 566 მგზავრს მოემსახურა, რაც 2021 წლის მგზავრთნაკადის მაჩვენებელს 78%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის მგზავრთნაკადის 81%-ია. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია - „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს.
კომპანიის ცნობით, გასული წლის განმავლობაში 616 885 მგზავრს მოემსახურა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რაც 2021 წლის რიცხვებს 20%-ით აჭარბებს და 2019 წლის მგზავრთნაკადის 99%-ია.
2022 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 29 432, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 5 752 საჰაერო ხომალდს მოემსახურა.