თბილისის საკრებულოში „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია შედგა

თბილისის საკრებულოში „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია შედგა

access_time2022-05-14 17:46:38

თბილისის საკრებულოში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემა წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის’’ ფოტოტიპური ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

„აღნიშნული გამოცემის ორიგინალი კი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება.

საღამოს, რომელიც საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე უძღვებოდა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მიმართა.

,,თბილისის საკრებულოსთვის და პირადად ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის წარდგენას ვმასპინძლობთ. სიმბოლურია ეს ყველაფერი, რადგან სწორედ თამარის მეფობის დროს, საქართველოს ისტორიის "ოქროს ხანაში“ და ქართული რენესანსის ეპოქაში შეიქმნა "ვეფხისტყაოსანი"- მსოფლიო ლიტერატურის შედევრი'',- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.


ქართულ-აფხაზური ურთიერთობის განმტკიცების მიზნით, აღნიშნული გამოცემის მნიშვნელობაზე დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გახარიამ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ბექა ოდიშარიამ და ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო წერეთელმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს.

როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, დღევანდელ დღეს, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, აფხაზურენოვანი "ვეფხისტყაოსნის" წარდგენა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის კიდევ ერთი საუკეთესო გამოხატულებაა.

"ვეფხისტყაოსანი", როგორც მსოფლიო ხელოვნების საგანძური, მრავალ ენაზეა თარგმნილი. რამდენიმე დღის წინ მექსიკის ქალაქ გვადალაჰარაში ხალისკოს უნივერსიტეტში, "წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში დავესწარი ესპანურენოვანი "ვეფხისტყაოსნის" პრეზენტაციას, რომელიც მოამზადა ქართულ-ესპანურმა ჯგუფმა. დღევანდელ დღეს, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, წარდგენაა აფხაზურენოვანი "ვეფხისტყაოსნის", რაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საუკეთესო გამოხატულებაა. აქვე მინდა პირველი აფხაზურენოვანი "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელის, დიმიტრი გულიას სიტყვები გავიხსენო, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს ანდერძად დაგვიტოვა: „აფხაზი, რომელიც სახლს აიშენებს და ქართველის ეზოსკენ არ გაჭრის ფანჯარას, ის აფხაზი არაა“,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, რუსთაველის უკვდავი ქმნილების თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის, ხოლო წიგნის რედაქტორი კი გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშიაა.

წიგნი 2021 წელს, 1941 წელს გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ 80 წლის თავზე დაიბეჭდა. პრეზენტაციას ორგანიზატორებთან ერთად საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up