თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წელის 150 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2020 წელის 150 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა

access_time2022-05-27 12:00:20

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ პანდემიური 2020 წელი 150 მლნ ლარიანი ზარალით დაასრულა. ცხრანიშნა ზარალის მიზეზი მხოლოდ ორჯერ გამოცხადებული ლოქდაუნი არ გამხდარა, კომპანია 2019 წელსაც 71 მლნ-ით მინუსში გავიდა.


2019 წელს სატრანსპორტო კომპანიის შემოსავალმა 139 მლნ ლარი შეადგინა, 2020 წელს თითქმის განახევრდა და 72 მლნ-მდე შემცირდა. თუ 2019 წელს ავტობუსით 135-მა მილიონმა და მეტროთი 138 მლნ მგზავრმა იმგზავრა, 2020 წელს ეს რიცხვები 73 და 70 მლნ-მდე შემცირდა. 2 მლნ-დან 225 ათასამდე შემცირდა საბაგიროს მგზავრთნაკადიც.


2020 წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა სრულად 93 დღის განმავლობაში იყო აკრძალული 31 მარტიდან 29 მაისამდე და 28 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. დამატებით 19 დღე 9 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე, როგორც მეტრო, ასევე ავტობუსი მუშაობას 22:00 სთ-ზე ასრულებდა. გარდა ამისა ოფიციალურ ლოქდაუნამდეც მარტში დღიური მეტროსა და ავტობუსში ცალ-ცალკე 450 000-დან 80 000-მდე შემცირდა.


შემოსავლებისგან განსხვავებით ხარჯები არ შემცირებულა, ან შემცირდა, მაგრამ უმნიშვნელოდ. მაგალითად სახელფასო ხარჯ 120 მლნ-დან 118 მლნ ლარამდე შემცირდა, ელექტროენერგიის ხარჯი 13.5 მლნ დან 11 მლნ ლარამდე, საწვავის ხარჯი 24 მლნ-დან 19 მლნ-მდე, ძველი ავტობუსების ჩამოწერის გამო კი ცვეთის ხარჯი პირიქით 21 მლნ-დან 33 მლნ-მდე გაიზარდა.


ძირითადი საშუალებების ზრდის ხარჯზე, იგულისხმება ავტობუსების რაოდენობის ზრდა, 1 წელიწადში სატრანსპორტო კომპანიის აქტივების მოცულობა 406 მლნ-დან 531 მლნ ლარამდე გაიზარდა.



თბილისის სატრანსპორტო კომპანია 1997 წლის 24 ივლისს შპს-ს სახით დაარსდა. ჯგუფის ძირითად საქმიანობას თბილისის მასშტაბით, ავტობუსით, მეტროთი და საბაგიროთი მომსახურება წარმოადგენს. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიაში 6284 ადამიანი იყო დასაქმებული.


კომპანიის შემოსავლის უმთავრეს წყაროს მგზავრების მიერ გადახდილი მგზავრობის საფასური წარმოადგენს, დამატებით თანხებს კი რეკლამის განთავსებით აგენერირებს.


2020 წელს მგზავრობის სტანდარტული ღირებულება 50 თეთრს შეადგენდა. თუმცა მგზავრთა მეოთხედზე მეტი სპეციალური საშეღავათო ტარიფით სარგებლობდა. მოსწავლეებისთვის მგზავრობა უფასოა, სოციალურად დაუცველებისთვის საფასური 10 თეთრს შეადგენს, სტუდენტებისთვის, პენსიონერებისა და მასწავლებლებისთვის კი 20 თეთრს. 0-20 თეთრიანი საშეღავათო ტარიფებით ასევე სარგებლობენ: შშმ პირები, ომის ვეტერანები, ექიმები, უბნის ინსპექტორები...


2021 წელს მართალია რეგულაციები შემსუბუქდა, მაგრამ 8 თებერვლამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც გაჩერებული იყო. მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება დამატებით მასში 1 კვირით და აგვისტო-სექტემბერში 1 თვით აიკრძალა. წლის დასაწყისიდან 17 მაისამდე მეტრო და ავტობუსი მუშაობას 21:00 სთ-ზე წყვეტდნენ, 17 მაისიდან 1-ელ ივლისამდე 23:00 სთ-მდე. პარალელურად უნივერსიტეტების დიდი ნაწილი ფუნქციონირებას დისტანციურად განაგრძობდა, ამ ყველაფერმა შესაბამისად მგზავრთნაკადზე და შემოსავალზე უარყოფითად იმოქმედა.


2022 წლის მაისში დღიურმა მგზავრთნაკადმა მეტროსა და ავტობუსში ცალ-ცალკე 400 000-ს გადააჭარბა, რითაც პანდემიამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა.


2022 წლის პირველი თებერვლიდან საგადახდო სისტემა შეიცვალა. ყველა საშეღავათო ტარიფი შენარჩუნდა, მაგრამ სტანდარტული ტარიფი გაორმაგდა და 1 ლარს გაუტოლდა. ამასთან ამოქმედდა სააბონენტო სისტემაც. 1 დღიანი აბონემენტი 3 ლარი გახდა, 1 კვირიანი 20 ლარი, 1 თვიანი 40 ლარი, 3 თვიანი 100 ლარი, 6 თვიანი 150 ლარი და 1 წლიანი 250 ლარი. 1 წლიანი აბონემენტის შეძენისას სისტემატური მოხმარების შემთხვევაში 1 მგზავრობის ღირებულება 50 თეთრზე ნაკლები გამოდის, 6 თვიანის შეძენის დროსაც დაახლოებით იგივე, სხვა შემთხვევაში ტარიფი გაზრდილია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up