თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების პარკის ასაშენებლად 62 800 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების პარკის ასაშენებლად 62 800 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

access_time2023-04-04 14:30:19

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების პარკის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 62 800 000 ლარია.


მუნიციპალური ავტობუსების პარკი თბილისში, ალექსეევკის დასახლებაში (აეროპორტის მიმდებარედ) უნდა აშენდეს.

შესყიდვა 3 აპრილს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 3 მაისს დაიწყება და 8 მაისს დასრულდება.

სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუმეტეს 18 თვეა განსაზღვრული. ამასთან, მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მეოთხე ავტობაზის სამშენებლო ინფრასტრუქტურის იმ დონემდე მიყვანა, რომ შესაძლებელი იყოს მინიმუმ პირველ ეტაპზე შემოყვანილი 50 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსების ექსპლუატაცია. კერძოდ 10 თვეში უნდა მოეწყოს:

1. სადგომი ტერიტორია - პლაცი

2. გაზგასამართი სადგური

3. სამრეცხაო

4. სარეგლამენტო მომსახურეობის სივრცე

5. სადისპეტჩერო და სამექანიკო სივრცე


6. საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემა

7. ელექტრო ენერგიით და ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფა

8. ტერიტორიის შემოღობვა

9. საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების სამუშაო ინფრასტრუქტურა

10. დაცვის სამსახურისთვის საჭირო მინიმალური ინფრასტრუქტურა.

სატენდერო პირობების თანახმად, პრეტედენტს, რომელსაც ამ სამუშაოს შესრულება სურს, 2017 წლის შემდგომ ავტობაზის მშენებლობის და დაპროექტების გამოცდილება უნდა გააჩნდეს.

 

1. M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის ან ანალოგიური ინფრასტრუქტურული ობიექტის დაპროექტების გამოცდილება, კერძოდ, 2017 წლიდან (ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღის ჩათვლით) უნდა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ სამი საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ზემოაღნიშნულ სფეროში, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/საგადახდო დავალებები ან/და ინფორმაცია შესაბამისი სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით უნდა ატვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

 

2. M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის ან ანალოგიური ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის გამოცდილება, კერძოდ, 2017 წლიდან (ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღის ჩათვლით) უნდა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ სამი ობიექტი ზემოაღნიშნულ სფეროში, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება- ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/საგადახდო დავალებები ან/და ინფორმაცია შესაბამისი სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით უნდა ატვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up