გაძვირებული ქირა სახლებზე თბილისის გარეუბნებსა და შემოგარენში

გაძვირებული ქირა სახლებზე თბილისის გარეუბნებსა და შემოგარენში

access_time2022-06-22 12:15:35

„თბილისში ბინის დაქირავება კატასტროფულად არის გაძვირებული, მაგალითად გარეუბნებად რაც ითვლებოდა გლდანი, ვარკეთილი და სხვა, დღეს იგივე ფასი ადევს, რაც შარშან ვაკეზე და საბურთალოზე იყო“


ზაფხულის აქტულაური კითხვა — სად წავიდეთ დასასვენებლად? თუ, თბილისიდან შორს წასვლას ვერ ვახერხებთ, გამოსავალი აქვე ახლოს, დედაქალაქის შემოგარენია. მაგრამ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ამ ზაფხულს ფასები განსაკუთრებით გაზრდილია, აგარაკის დაქირავება  თვეში 15 000 დოლარსაც აღწევს. რაც ეხება დღიურ ქირას, ზოგ შემთხვევაში, ფასი 2000 ლარამდეც ადის.


უძრავი ქონების პორტალ „home.ge“-ში „კომერსანტს“ განუცხადეს რომ თბილისის შემოგარენში აგარაკებზე მაღალი აქტივობა ჯერჯერობით არ არის და მოთხოვნა ივლისში უფრო იქნება. რაც შეეხება ფასებს „home.ge“ -ში ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით 10-15% ით არის გაზრდილი და ერთი თვით სახლის დაქირავებაზე ფასი 2500 დოლარიდან იწყება.



თბილისის  შემოგარენში აგარააკების დაქირავებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს kibe.ge- ს წარმომადგენელი ეკატერინე ბარათელი. რაც ეხება ღირებულებას, ისიც ამბობს, რომ ფასი შარშანდელთან  შედარებით, დაახლოებით 500 – 1000 დოლარით არის გაზრდილი.


„თუ შარშან  თბილისთან ახლოს კერძო სახლის ფასი, სეზონზე თვეში 4000-4500 დოლარი იყო, დღეს იგივე სახლებზე ფასი 500 ან  1000 დოლარით არის გაზრდილი. ძალიან კარგად ქირავდება წავკისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთი, წოდორეთი, ბოლო პერიოდში ძალიან დაიტვირთა  თხინვალაცც.  ფასიდან გამომდინარე ძალიან  დიდი მოთხოვნაა ბურიანზეც, აქ სახლის დაქირავება თვეში 600 დოლარადაც შეძლება.  სხვაობა შარშანდელთან  შედარებით მინიმალურია“, — ამბობს ეკატერინე ბარათელი.


kibe.ge- ს გაყიდვების მენეჯერი დედაქალაქში გაზრდილ ფასებზეც საუბრობს. „თბილისში ბინის  დაქირავება კატასტროფულად არის  გაძვირებული, მაგალითად გარეუბნებად რაც ითვლებოდა გლდანი, ვარკეთილი და სხვა დღეს იგივე ფასი ადევს, რაც შარშან ვაკეზე და საბურთალოზე იყო, რაც დაახლოებით 800-850 დოლარის ფარგლებში მერყეობს“, -  აღნიშნა  ბარათელმა.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up