ბინების ფასის ზრდა 2020 წლის აპრილში ერთჯერადი იყო, რაც გაყიდვების ძალიან მცირე მოცულობისა და ერთეული პრემიუმ ტრანზაქციების საშუალო ფასით იყო გამოწვეული, - ასეთია საინვესტიციო ბანკის G&T-ის შეფასება.
ახალი ბინების ფასი 2020 წლის აპრილში აშშ დოლარში გაიზარდა (+8.3% წ/წ), ხოლო შემცირდა მაისსა (-11.3% წ/წ) და ივნისში (-9.5% წ/წ) ფასების ცვალებადობა უფრო მაღალი იყო ცენტრალურ უბნებში, ხოლო გარეუბნებში შედარებით სტაბილური. საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასები შემდეგნაირად შეიცვლა უბნების მიხედვით 2020 წლის მე-2 კვარტალში:
· მთაწმინდა 1,346 აშშ დოლარამდე (+21% წ/წ)
· ვაკე 896 აშშ დოლარამდე (-6% წ/წ)
· საბურთალო 790 აშშ დოლარამდე (-5% წ/წ)
· ნაძალადევი 585 აშშ დოლარამდე (+7% წ/წ)
· გლდანი 561 აშშ დოლარამდე (+6% წ/წ