რუსეთის საგარეო უწყება მუშაობს მეორე შეხვედრის მოწვევაზე 3+3 ფორმატში, რომლის ფარგლებშიც თბილისის კარი ღია რჩება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი თქმით დასავლეთი სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე უკვე აქტიურად მუშაობს.
ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში გაწევრიანებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა უკვე შედგა. თბილისისთვის კარი ღიაა, ახლა ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე. დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება, - თქვა ლავროვმა.