თბილისს ახალი მულტიფუნქციური სივრცე „მოედანი“ შეემატება -  ინვესტიცია 15 მილიონი დოლარია

თბილისს ახალი მულტიფუნქციური სივრცე „მოედანი“ შეემატება - ინვესტიცია 15 მილიონი დოლარია

access_time2022-05-05 13:00:36

მალე თბილისს ისტორიულ და ტურისტულად მიმზიდველ უბანში მრავალფუნქციური კომპლექსი „მოედანი“ შეემატება. მისი ფართობი 1,4 ჰექტარია და ერთ სივრცეში საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და  სოციალიზაციისთვის საზოგადოებრივ სივრცეს აერთიანებს.

 

 

 როგორც “კომერსანტს“ პროექტ „მოედანის“ ჰოსფითალითი მენეჯერმა მარიკა კოპალიანმა უთხრა, გამორჩეული არქიტექტურის მქონე პროექტი სულ მალე გახდება ქალაქის „ცხელი“ წერტილი, რომელიც სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანების გადაკვეთას შეუწყობს ხელს.

 


„მოედანი“ არის ადგილი, სადაც ცხოვრობ, მუშაობ, ერთობი. 1,4 ჰექტარ ფართობზე განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსი მდებარეობს თბილისის ტურისტულად მიმზიდველ, ისტორიულ უბანში და ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და საზოგადოებრივ სივრცეს სოციალიზაციისთვის. „მოედანის“ მთავარი ინსპირაცია სწორედ „პიაცას“ ტიპის საზოგადოებრივი სივრცეა, რომელსაც ევროპულ ქალაქებში ვხვდებით. პროექტის სახელწოდებაც აქედან მოდის  - „პიაცა“ ქართულად „მოედანია“. აპარტამენტების მფლობელებს საშუალება ექნებათ, რომ სხვადასხვა მომსახურებით ისარგებლონ, იქნება ეს ფართის გაქირავება, ოთახის სერვისი, თუ ე. წ. „ჭკვიანი საკეტის“ გამოყენება, რაც, თავის მხრივ, აპარტამენტის დისტანციურად მართვას ითვალისწინებს“, -  აღნიშნა მარიკა კოპალიანმა


 


კოპალიანის თქმით  „მოედანზე“ მუშაობის პროცესი 2018 წლიდან, ხოლო უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დაიწყო. პროექტი აქტიურ ფაზაშია და ორ თვეში  სამშენებლო სამუშაოები სრულდება, რამდენიმე თვეში კი შიდა სივრცის, ეზოს მოპირკეთებაც დასრულდება.  პროექტის დასრულებასთან ერთად გაიხსნება რესტორნები,  კაფე-ბარები და მაღაზიები.  როგორც მარიკა კოპალიანმა აღნიშნა, „მოედანი“ ქსელურ მაღაზიებთან და კვების ობიექტებთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებს.

 


“მიმდინარეობს მოლაპარაკება პოპულარულ ქსელურ ობიექტებთან. საკმაოდ მაღალი ინტერესის გამო ამ ეტაპზე შერჩევის პროცესში ვართ.  კონკრეტულ კომპანიებს უახლოეს ხანში გაგიზიარებთ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კომერციული ფართებით დაინტერესებულ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა  დაგვიკავშირდნენ, გვეწვიონ ოფისში,  გაეცნონ  პროექტის კონცეფციას  და  გახდნენ ჩვენი მოიჯარეები. 

„მოედანი“ სულ მალე ქალაქის მთავარი თავშეყრის ადგილი გასართობი, ცოცხალი და დინამიური სივრცეებით იქნება გამორჩეული. ეს იქნება ადგილი დასვენებისა და მეტი სოციალური კავშირების დასამყარებლად. პროექტის საზოგადოებრივი სივრცე ნახევარ ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს, სადაც წარმოდგენილი იქნება  სხვადასხვა მიმართულების  მქონე რესტორნები, ბარები, კაფეები. აქ სტუმრობისას, თქვენ დაგხვდებათ განსხვავებული გარემო, სადაც ყოველკვირეულად  მოეწყობა მუსიკალური საღამოები და  სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები“, -  აღნიშნა მარიკა კოპალიანმა.




პროექტში საცხოვრებლად 220 ბინაა  გათვალისწინებული, თუმცა 50%-ზე მეტი გაყიდულია, გარდა საცხოვრებელი სახლისა პროექტში  გათვალისწინებულია პრემიუმ კლასის სასტუმროც.

 

„კომპლექსში 220 საცხოვრებელი აპარტამენტია. მათგან დარჩენილია მხოლოდ 75. საცხოვრებელი აპარტამენტების ერთი კვ.მ-ის ფასი ამ ეტაპზე 1350 აშშ დოლარიდან იწყება.

 

რაც შეეხება სასტუმროს, ის პრემიუმ კლასის, 80–ნომრიანი სასტუმრო იქნება. გამორჩეული კონცეფციის და თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო, პროფესიონალი გუნდით დაკომპლექტება და სტუმრებს მაღალი დონის მომსახურებას შესთავაზებს“, -  აღნიშნა მარიკა კოპალიანმა. 

 



„მოედანი“ დედაქალაქის ისტორიულ უბანში, ავლაბარში, ნიკიფორე ირბახის ქუჩაზე მდებარეობს. მისი ინვესტიცია სრულიად ქართულია და 15 მილიონ დოლარს შეადგენს, პროექტის პარტნიორი  „თიბისი ბანკია“. კოპალიანის თქმით, მნიშვნელოვანი ნაწილის დაფინანსების გარდა, „თიბისი ბანკი“ პროექტის დასრულების ფინანსური გარანტიაც არის. მისივე თქმით, აღნიშნული პარტნიორობის შედეგად,“მოედანი“ პანდემიის პერიოდშიც კი სამუშაო პროცესს  შეუფერხებლად აწარმოებდა.

 

რაც შეეხება მოლოდინებს, მარიკა  კოპალიანი ამბობს, რომ ადგილი ძალიან მალე გახდება ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო ადამიანების გადაკვეთის წერტილი.


 



„დარწმუნებულები ვართ, რომ ტურისტულად მიმზიდველ ადგილას გაშენებული, გამორჩეული არქიტექტურის მქონე პროექტი სულ მალე გახდება ქალაქის „ცხელი“ წერტილი, რომელიც სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანების გადაკვეთას შეუწყობს ხელს. პროექტის შემუშავებისას სწორედ ამ მიზეზით მიენიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობა საზოგადოებრივ სივრცეს, სადაც წარმოდგენილი იქნება რესტორნები, ბარები და კაფეები.  მოედანი უმასპინძლებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, გასართობ აქტივობებს, ასევე გაიმართება მუსიკალური საღამოებიც. ერთი სიტყვით, მოედანზე მოსულს სტუმარს ბევრი სიურპრიზი ელოდება.

პროექტის ლოკაციაც ამ მხრივ შეირჩა. ძველ თბილისში ოდითგანვე მოედანი იყო ადგილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს და სხვადასხვა კულტურის მქონე  ადამიანებს. სწორედ აქ იგრძნობოდა ყველაზე უფრო მძაფრად ქალაქის პულსაცია. კომპლექსის სტუმრებს დახვდებათ განსხვავებული, თანამედროვე სტილის არქიტექტურა. დაბალსართულიანი შენობები სივრცის სრულად აღქმის შესაძლებლობას იძლევა. ეს იქნება ადგილი, სადაც სტუმრებს მიეცემათ საშუალება ცოცხალ და დინამიურ გარემოში იმუშაონ, დაისვენონ და ახალი კავშირები დაამყარონ. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის - შეიქმნას სივრცე, რომელიც ქალაქის გამორჩეულ თავშეყრის ადგილად იქცევა“,  -  აღნიშნა მარიკა კოპალიანმა.



თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up