თბილისს კიდევ 13 საპატიო მოქალაქე შეემატა

თბილისს კიდევ 13 საპატიო მოქალაქე შეემატა

access_time2021-10-23 15:50:44

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.დედაქალაქის საკრებულოში 2021 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება Covid-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრების შეზღუდული რაოდენობით ჩატარდა და ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით და სოციალური ქსელის ვიდეოჩართვით გადაიცა.

დაჯილდოების წინ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, საპატიო თბილისელის სტატუსის მინიჭება არის ამ ადამიანების მიერ თბილისის წინაშე გაწეული ღვაწლის მინიმალურად დაფასება.

„ამ ქალაქს, მის მრავალფეროვნებას, ღირებულებებს, ტრადიციებსა და კულტურას აქ მცხოვრები ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ და დღემდე ქმნიან, ზოგიერთ მათგანს კი ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება და ღვაწლი აქვს.

თბილისს უამრავი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი თუ ექიმი აღუზრდია, თბილისში ბევრი ისეთი პროფესიის ადამიანიც ცხოვრობს, რომლის საქმიანობაც, ერთი შეხედვით, უშუალოდ თითქოს არ უნდა იყოს დაკავშირებული ადამიანების გადარჩენასთან, დახმარებასთან, ან რაიმე სხვა განსაკუთრებული ნიშნით გამორჩევასთან, თუმცა თბილისმა ყველას გვასწავლა, რომ პროფესია კი არ გამოარჩევს ადამიანს, არამედ ადამიანი გამოარჩევს პროფესიას, თავისი გულწრფელი, უანგარო, საკუთარი ხალხის, ქვეყნის და ქალაქისადმი სიყვარულით აღსავსე ქმედებებით და ცხოვრების წესით.

დღეს, გვსურს ჩვენი ქალაქისთვის საყვარელ, დასაფასებელ და საპატიო ადამიანებს ოფიციალურად მივანიჭოთ საპატიო თბილისელის წოდება, რადგან მინიმალურად მაინც დავაფასოთ თბილისის წინაშე გაწეული მათი ღვაწლი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:

რისმაგ გორდეზიანს - ქართველ მეცნიერს, ფილოლოგს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრს, აკადემიკოსს.

აკაკი ნადარეიშვილს - ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;

ირაკლი ფავლენიშვილს - ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;


რამაზ ყურაშვილს - ექიმ-ენდოკრინოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს;

დავით კვაჭაძეს - ფოტოგრაფს, ამავდროულად კრივის სამგზის ჩემპიონს და სპორტის დამსახურებულ ოსტატს;

ლილი კინწურაშვილს - ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, რომელიც უკვე 49 წელია მუნიციპალიტეტს ემსახურება;

ელგუჯა ბურდულს - ცნობილ მსახიობს, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრს;

პაატა კერვალიშვილს - ფიზიკოსს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში აღიარებულ მეცნიერს ატომური ენერგიის მიმართულებით.

ინგა ჯიბუტს - ენისა და ლიტერატურის სპეციალისტს, ტერმინოლოგს, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელს.

ბადრი ქუთათელაძეს - მწერალს, პოეტსა და მკვლევარს, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატს, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, ღირსების ორდენის კავალერს;

გრიგოლ ჩიგოგიძეს - თეატრმცოდნესა და ჟურნალისტს, ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის „თბილისური აისის“ დამფუძნებელს და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატს;

დავით მუსხელიშვილს - ისტორიკოსს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აკადემიკოსს.

გივი ღამბაშიძეს - პროფესიით ზეინკალს, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა. გივი ღამბაშიძის თაოსნობით მოხდა საწარმოო ტერიტორიის განაშენიანება, გაიმართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და წლების განმავლობაში ის შეუცვლელ როლს ასრულებდა თბილისის მეტროპოლიტენის გამართულად მუშაობაში.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის ბიგ ბენდი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up