თბილისსა და დიდ ქალაქებში რესტორნები 100%-იანი დატვირთვით ამუშავდნენ

თბილისსა და დიდ ქალაქებში რესტორნები 100%-იანი დატვირთვით ამუშავდნენ

access_time2022-05-30 11:00:08

პანდემიური კრიზისის შემდეგ ჰორეკა სექტორში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. როგორც რესტორნები, ასევე სასტუმროები მაღალი დატვირთვით მუშაობენ. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა სარესტორნო მომსახურებაზეა. როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, რესტორნები 100%-იანი დატვირთვით მუშაობენ, სასტუმროებმა კი პანდემიამდელი სიტუაციის აღდგენა, სულ მცირე, 70%-ით შეძლეს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“   Telegram-ზე.



როგორც აღმოჩნდა, მაღალი მოთხოვნა ძირითადად უკავშირდება პანდემიური კრიზისის გამო რესტორნების ნაწილის დახურვას, რომელთა ნაწილმა საქმიანობის გაგრძელება ვერც პოსტპანდემიურ პერიოდში მოახერხა.


ამასთან, ბურჯანაძის თქმით, რუსეთიდან, ბალარუსიდან და უკრაინიდან მოქალაქეების ნაკადები გაიზარდა, რაც ჰორეკა სექტორის საქმიანობაზე დადებითად აისახა.



,,მიმდინარე პერიოდში სარესტორნო სფეროსთვის ნამდვილად  კარგი მდგომარეობაა. იმ რთული ეტაპის გავლის შემდეგ, რაც კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს უკავშირდება, ვითარება რადიკალურად შეცვლილია. ბოლო წლების დანაკარგებს თუ არ ჩავთვლით, სარესტორნო ბიზნესს ნამდვილად კარგი და გასაოცარი ეტაპი უდგას. თუმცა ზარალი რომ დაკომპენსირდეს, აუცილებელია არსებული ტენდენცია ხანგრძლივად  შენარჩუნდეს. მიმდინარე პერიოდში რესტორნები 100%-ით დატვირთულია. შეიძლება ითქვას, რომ კვირის ბოლო სამ დღეში - პარასკევს, შაბათსა და კვირას მომხმარებელი რესტორანში ჯავშნის გარეშე ვერ მოხვდება. ეს განპირობებულია იმით, რომ რესტორნების რაოდენობა შემცირდა. შესაბამისად, საზოგადოების მოთხოვნილება გადავიდა იმ რაოდენობაზე, რაც არის. მეორეც, ტურისტების  საკმაოდ დიდი რაოდენობაა, ომის გამო რუსეთიდან, ბალარუსიდან და უკრაინიდან მოქალაქეების დიდი რაოდენობა შემოვიდა ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით, რამაც გარკვეულწილად ჰორეკა სექტორზე დაწოლა მოახდინა.  განსაკუთრებით, იმერეთში, ქართლსა და კახეთში. თუკი პანდემიიდან გამოწვეულ პრობლემებს გამოვრიცხავთ, შეიძლება ითქვას, რომ ვითარება დიდწილად გამოსწორებულია“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე ,,კომერსანტთან“.


მისივე ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდში დიდია სასტუმროების დატვირთულობაც. 2019 წელთან შედარებით, სექტორი 70%-ით აღდგა. 15 ივნისიდან კი მოსალოდნელია ტურისტული ნაკადების ზრდა, რაც არსებულ მონაცემებს  საგრძნობლად გააუმჯობესებს.


რაც შეეხება გამოწვევას, შოთა ბურჯანაძის თქმით, პრობლემა დღესდღეობით კადრების სიმცირეს უკავშირდება, რის მოგვარებაც ჯერჯერობით ჭირს.


,,პრობლემაა, რომ ქვეყანაში არსებულ რესტორნებსა და სასტუმროებს კადრების მოძიება უჭირთ, ამაში იგულისხმება ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ამ სფეროში ან პროფილი შეიცვალეს ანუ კადრების გადინება მოხდა, ხოლო ახალი თანამშრომლების მოძიება ჯერჯერობით სერიოზულად ჭირს, რაც ყველა რგოლის დონეზე პრობლემაა“, - დასძენს ბურჯანაძე.


სარესტორნო მენიუსთან დაკავშირებით კი რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არსებული ფასები შენარჩუნდა, თუმცა  სამომავლოდ  რესტორნებს  საფასო პოლიტიკის გადახედვა და გარკვეული კორექტირება გაძვირების მიმართულებით მოუწევთ.

 

მარი ჩიტაია

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up