თბილისის აეროპორტში „Georgian Airways“-ის თვითმფრინავი დაეშვა, რომლის ბორტზეც საქართველოს 179 მოქალაქე იმყოფებოდა. ისინი აეროპორტიდან საკარანტინო ზონაში გადავლენ. საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ დარჩენილი მოქალაქეების დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე ავიარეისს განახორციელებს.
კერძოდ: 3 აპრილი - თბილისი - ათენი - თბილსი, 10 აპრილი - თბილისი - ლარნაკა - თბილისი.
საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 21 ადამიანი განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Imedinews.ge