თბილისში არსებული შუქნიშნები გამოიცვლება და მათი რაოდენობა გასამმაგდება

თბილისში არსებული შუქნიშნები გამოიცვლება და მათი რაოდენობა გასამმაგდება

access_time2022-05-06 18:30:00

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში არსებული შუქნიშნები გამოიცვლება და მათი რაოდენობა გასამმაგდება.


ამასთან, როგორც ბითაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, რომელიც საგზაო მოძრაობას აწესრიგებს, პარკირების რაოდენობის შეზღუდვა არის განსაზღვრული.


„ჭავჭავაძის გამზირზე არის ძალიან ბევრი შუქნიშანი და ტროტუარი არის განიერი. მსგავსად არის დაგეგმილი და დაპროექტებული ყველა სხვა გამზირი, რომელიც თბილისში არსებობს. დეტალური პროექტირება რამდენიმე ქუჩის არსებობს. შუქნიშნები გამოიცვლება მთელ თბილისში და შუქნიშნების რაოდენობა გასამმაგდება იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და ასევე, უსაფრთხო იყოს მგზავრების ჩასხდომა და ჩამოსვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ავტობუსების ქსელის, ე.წ. ბასლაინების განვითარება. ამის განვითარება არის აუცილებელი იმისთვის, რომ ის საავტობუსე პარკი, რომელიც მთლიანად გამოიცვალა თბილისში და დამატებით კიდევ შემოსასვლელია 200-მდე 18 -მეტრიანი ავტობუსი, ამ ტრანსპორტმა რომ იაროს შეუფერხებლად. ძალიან ხშირ შემთხვევაში, „ბასლაინების“ მოწყობა იწვევს საპარკინგე ადგილების გაუქმებას, შედარებით ვიწრო გამზირებზე ეს გარდაუვალია, თუმცა ისეთ გამზირზე, როგორიცაა, მაგალითად ვაჟა-ფშაველა, სადაც რამდენიმე ხაზია, იქ შესაძლებელია საპარკინგე ხაზთან ერთად საავტობუსე ხაზიც ჩაეტიოს, მაგრამ თბილისში ყველა ქუჩა ამის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, რომელიც საგზაო მოძრაობას აწესრიგებს, პარკირების რაოდენობის შეზღუდვა არის განსაზღვრული. ამიტომ და არამხოლოდ, გახდა აუცილებელი, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება შემოტანილიყო თბილისში“, - განაცხადა ბითაძემ.


რაც შეეხება საპარკინგე ადგილების ოდენობას, მისი თქმით, ეს მონაცემი ზუსტად არის ცნობილი, როგორც ზონალური პარკინგის, ასევე არაზონალური პარკინგის ნაწილში.



„თითოეულ პარკირების ლოტში გათვალისწინებული ტაქსებისთვის პარკირების ადგილი და შშმ პირებისთვის. ასევე, ძალიან დიდი ღონისძიებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ ელექტრომანქანებისთვის გამოიყოს დამუხტვის ადგილები. ყველა ამ ღონისძიების მთავარი მიზანია ერთი რამ, რომ მსუბუქი ავტომობილების სწრაფი ზრდა საქართველოში შემცირდეს და ხალხს გაუჩნდეს სურვილი რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდნენ, რომელიც ბევრად სწრაფი იქნება, ვიდრე მსუბუქი ავტომობილი.


ამჟამად, ამ გამოცვლილი ავტოპარკის შედეგია ის, რომ თუ მაგალითად ჭავჭავაძეზე ავტობუსი უნდებოდა გადაადგილებას 20 წუთს, ახლა უნდება 7 წუთს. ასევეა ყველა სხვა გამზირსა და ქუჩაზე, სადაც „ბასლაინია“ მოწყობილი. მგზავრთნაკადის გადაყვანის პოტენციალი გაორმაგებულია. თუ ადრე საათში ერთდროულად საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეძლო გადაეყვანა 34 ათასი ადამიანი, დღეს გადაჰყავს 94 ათასი. საბოლოო მიზანი ამ შეზღუდვების და ჩაკეტვების არა ვინმეს შეზღუდვა, არამედ საგზაო სივრცის თანაბრად გადანაწილებაა ფეხითმოსიარულეებს, ველოსიპედის და სკუტერის მომხმარებლებს, შშმპ პირებს, მანქანისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს შორის.


ასე რომ, ხშირ შემთხვევაში, ჯარიმების გაზრდა ეს არ არის სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც ინდივიდების მიმართ გამოიყენება, არამედ ეს არის საჯარო ინტერესის დასაცავად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. სხვა შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების მიმართ არ ვიქნებით სწორი, ერთის მხრივ ვიცით, რომ ეს საცობები ჰაერის დაბინძურებას უწყობს ხელს და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია და მეორეს მხრივ პრობლემაა გადაადგილება, ადამიანმა არ იცის რამდენ ხანში გადაადგილდება. ხოლო სისტემის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ის საშუალება, რომლითაც იმ დროში გადავადგილდებით, რომელიც იქნება განსაზღვრული“, - განაცხადა ბითაძემ.


ipn.ge



თეგები:
შუქნიშნები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up