თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში მაჩვენებელი კი, 167%-ით გაიზარდა. მაღალი კლასისა და ფასის ბინებზე მოთხოვნის ზრდის მიზეზად უძრავი ქონების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მიგრანტების ნაკადს მიიჩნევს.
ნატო ბოჭორიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ბაზარზე მკვეთრი ზრდის შემდეგ ფასების სტაბილიზაციის პროცესია.
„ქვეყანაში ძალიან შეიცვალა და გადაკვალიფიცირდა უძრავი ქონების ბაზარი. მოთხოვნა ძირითადად გაზრდილია პრემიუმ და საშუალო სეგმენტზე. ჩემი მოსაზრებით, ამ მოთხოვნის ზრდა განპირობებულია მიგრანტების შემოსვლით. რომ შევადაროთ ჩვენი უძრავი ქონების ბაზარი სხვა ქვეყნებს, თუნდაც ქირის ნაწილში, საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო ფასები სანამ ნაკადები გაიზრდებოდა. იქედან გამომდინარე, რომ შემოსულთა დიდი ნაწილის მსყიდველუნარიანობა მაღალია, გაიზარდა ქირის და გასაყიდი ქონების ფასი. ამან გაზარდა მოთხოვნა პრემიუმ სეგმენტის საცხოვრებელ სახლებში.
ამ ეტაპზე, ბაზარზე ფასების დასტაბილურების პროცესია დაწყებული. თუმცა, რამე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია“, - განაცხადა უძრავი ქონების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა.
წყარო: bpn.ge/