2022 წლის ნოემბერში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 10%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი 2021 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Colliers Georgia ავრცელებს.
კომპანიის მონაცემების თანახმად, 2022 წლის ნოემბერში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 132%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 67%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა.
2022 წლის ნოემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 15%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 13%-ით, ქალაქის ცენტრში კი 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2022 წლის ნოემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 11%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9% და 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.