2023 წლის I კვარტალში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 4% და 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
recov-ის ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 14%-ით, ქალაქის ცენტრში კი 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება მარტის მონაცემებს. მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 12%-ით, ქალაქის ცენტრში კი 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის მარტში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 4% და 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.