თბილისში ბინების გასაყიდი ფასი 27%-ით, გასაქირავებელი კი 79%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

თბილისში ბინების გასაყიდი ფასი 27%-ით, გასაქირავებელი კი 79%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

access_time2022-09-22 11:00:07

2022 წლის აგვისტოში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გასაყიდმა და გასაქირავებელმა ფასმა შესამჩნევი ზრდა განაგრძო. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში „საცხოვრებელი უძრავი ქონება თბილისში“ არის აღნიშნული.


თბილისის საცხოვრებელმა ბაზარმა 2022 წლის აგვისტოში ახალ მაჩვენებლებს მიაღწია. ტრანზაქციების რაოდენობამ წინა თვის მაჩვენებელს 1.8%-ით გადააჭარბა, ხოლო წლიურად სხვაობა მნიშვნელოვნად მაღალი იყო (+26.9%). საშუალო მოთხოვნადი გასაყიდი ფასი 26,5%-ით გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2022 წლის მაისიდან თანდათანობითი კლების შემდეგ, ქირავნობის მოთხოვნამ შეცვალა ტენდენცია, მიაღწია აქამდე უმაღლეს წერტილს და გადააჭარბა კიდეც წინა თვის მაჩვენებელს 7.9%-ით, ხოლო წლიური მონაცემებით ზრდამ 79,2% შეადგინა. ქირავნობის სარგებელი ოდნავ შემცირდა 2022 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით (- 0.1 pp), რადგან გაყიდვის ფასებმა აჩვენა უფრო მაღალი ზრდა, ვიდრე იჯარის ფასები.


ლარის ნომინალური გამყარება აშშ დოლართან მიმართებაში იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც დადებითად მოქმედებდა გაყიდვისა და იჯარის ფასებზე აგვისტოში. ასევე, საზღვრის გადაკვეთის, უნაღდო დანახარჯებისა და არარეზიდენტების მიერ საქართველოს ბანკებში ანგარიშის გახსნის შესახებ მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მიგრანტები საქართველოში უფრო დიდხანს დარჩებიან, ვიდრე ეს ადრე იყო მოსალოდნელი. ომის გახანგრძლივებამ, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურმა სანქციებმა და ევროკავშირის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეჩერებამ, შესაძლოა საქართველოში მიგრანტების ახალი ტალღების ნაკადი გამოიწვიოს. 



2022 წლის აგვისტოში გაიყიდა 737 ახალი ბინა, რაც 18.5%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 


2022 წლის აგვისტოში ტრანზაქციების რაოდენობა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეტი იყო ყველა რაიონში, გარდა ნაძალადევისა, რომელიც ძირითადად იმავე დონეზე დარჩა. ტრანზაქციების ყველაზე დიდი ზრდით ტოპ 3 უბანი იყო: დიდი დიღომი (+80%), კრწანისი (+79%) და საბურთალო (+38%). სხვა რაიონებმა აჩვენეს გაყიდვების უფრო მოკრძალებული ზრდა.


გაყიდვის ფასებმა ყველა რაიონში 2021 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა. წლის განმავლობაში ფასების ცვლილებები უფრო ერთგვაროვანი იყო ტრანზაქციის რაოდენობასთან შედარებით. გაყიდვების ფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა საბურთალოზე (+31%), გლდანში (+30%) და ნაძალადევში (+28%). გასულ წელთან შედარებით იჯარის ფასები კვლავ მნიშვნელოვნად მაღალ დონეზე იყო, წლიური ზრდა ყველა რაიონში 60%-ს აღემატება. უარყოფითი ზრდა მხოლოდ ჩუღურეთმა აჩვენა (-1%), ხოლო სხვა რაიონებში იჯარა 5,5%-ზე მეტით გაიზარდა. გაქირავების შემოსავლების მიხედვით პირველ სამ უბანს დიდი დიღომი (13.2%), დიდუბე (12%) და ისანი (12%) წარმოადგენს.



თეგები:
ბინები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up