თბილისში ბინის ფასი 15%-დან 40% -მდე არის გაზრდილი - RE/MAX Capital

თბილისში ბინის ფასი 15%-დან 40% -მდე არის გაზრდილი - RE/MAX Capital

access_time2022-08-29 12:00:40

მიმდინარე პერიოდში როგორც ახალ აშენებულ კორპუსებში, ასევე ძველ კორპუსებში ბინაზე მოთხოვნაც და ფასიც გაზრდილია - ამის შესახებ „კომერსანტს“ RE/MAX Capital-ის თანადამფუძნებელმა მარიამ ასათიანმა უთხრა. მისი თქმით, როდესაც ბინის დაქირავებაზე მოთხოვნა იზრდება, იზრდება ბინების გაყიდვაც, რადგან ადამიანები ბინის შეძენაში ინვესტირების შესაძლებლობას ხედავენ.


„მოთხოვნის გაზრდასთან ერთად გაიზარდა ფასებიც, მეორე მიზეზი რამაც ფასების გაზრდა  გამოიწვია ეს არის თვითღირებულების გაზრდაც, რომელიც დაახლოებით 40% - ით გაძვირდა.


მესამე მიზეზი არის ის, რომ კოვიდის დროს თითქოს ცოტა უფრო შეჩერებული იყო გაყიდვები, თუმცა ვერც ვადასტურებ რომ კოვიდის დროს ძალიან  შენელდა ბაზარი, მაგრამ თუ მოთხოვნა შენელებული იყო, ახლა ერთბაშად აღდგა, ოღონდ არა ვიზიტორებიდან გამომდინარე, რამედ იქიდან გამომდინარე, რომ შეჩერების მერე ბაზარი უფრო რეალიზდა.


ფასზე ასევე იმოქმედა იმანაც, რომ კოეფიციენტების გაცემა და ზოგადად მიწის ფასიც  გაზრდილია. კოეფიციენტების  გაცემაზე მაღალ  სართულიანი  კორპუსების მშენებლობა  უფრო  შეზღუდულია, შესაბამისად ამ  მშენებლობებში ფასის გაზრდა  ამანაც  გამოიწვია , რამდენიმე  მიზეზის  ერთობლიობამ და პირველ რიგში მაინც მოთხოვნის გაზრდამ  გამოიწვია ფასების ზრდა“, - აღნიშნა მარიამ ასათიანმა.



ასათიანის თქმით, ფასები ახალაშენებულ ბინებზე უფრო მეტად ძველ კორპუსებში უფრო ნაკლებად, თუმცა ჯამში მაინც გაიზარდა. მისი თქმით, ფასები განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში არის გაზრდილი, მაგალითად თუ ვაკეში 1 კვადრატული მეტრის ფასი 1500 დოლარი იყო, დღეს მისი ფასი 2200 დან 2500 დოლარამდე მერყეობს. 


„რაც შეეხება ფასს,  პროცენტის რენჯი შემიძლია გითხრათ, მაგალითად  ვაკეში,  ჩვენ  ძირითადად ქალაქის ცენტრში პრემიარული კლასის ბინებს ვყიდით, მაგრამ თუ უბან -უბან  შევადარებთ , მაგალითად  თუ ვაკეში  ახალაშენებული ბინის  ფასები კვადრატულ მეტრზე 1500 დოლარიდან იწყებოდა, ახლა მისი ფასი მინიმუმ 2200- დოლარიდან  2500 დოლარამდეც მერყეობს  და ზოგ შემთხვევაში  მეტიც არის.  დაახლოებით 30-40% - იანი ზრდაც  გვაქვს ზოგ შემთხვევაში.  საშუალოდ ფასები გაზრდილია  სადღაც 15-40% - მდე გააჩნია ლოკაციას. ახალი ბინები უფრო გაძვირდა ვიდრე ძველი ბინები“. - აღნიშნა მარიამ ასათიანმა.


რაც შეეხება უცხოელი ვიზიტორების მიერ ბინების შეძენას, მარიამ ასათიან ამბობს, რომ კომპანია რემაქს კაპიტალის სეგმენტის 40% ძირითადად უცხოელები არიან, თუმცა მასში რუსეთის მოქალაქეები არ შედიან.

 

„ჩვენი  სეგმენტის  40%  უცხოელი მყიდველები არიან, გვყავს ევროპელები ასევე  დაინტერესებაა ისრაელიდან, ჩვენი კომპანია საერთაშორისო კომპანიაა და ხშირად სხვადასხვა  ქვეყანაში ოფისებსაც კონტაქტებით და ისინიც გვგზავნიან მყიდველებს  ჩვენი სეგმენტი ძირითადად აზერბაიჯანი, უკრაინა,  ისრაელი, სომხეთი და ევროპაა, კანადიდანაც გვქონდა მოთხოვნა.  რაც შეეხება რუსეთს, რუსეთთან  არ გვაქვს შეხება, არც ოფისი  გვაქვს  რუსეთში და არც პარტნიორები“ -  აღნიშნა მარიამ ასათიანმა.


თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
RE/MAX Capital



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up