რამდენიმე დღეა, რაც ქალაქში მოპედების გაზიარების სერვისი ქარი გამოჩნდა. მოპედის დაქირავების მსურველმა მობილურში აპლიკაცია Qari უნდა ჩამოტვირთოს, რეგისტრციის გავლის შემდეგ კი, მომხმარებელი რუკაზე ელექტრო მოპედის ადგილსამყოფელს დაინახავს, ადგილზე მისულ მომხმარებელს მოპედთან ერთად ორი ჩაფხუტი დახვდება.
მოპედით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობაა, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა.
მოპედით სარგებლობის შემდეგ, მომხმარებელს მოპედის დატოვება პარკერებისა და ქირაობის დასრულებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში შეუძლია. ზონები კი აპლიკაციაშია მითითებული.
კომერსანტი დეტალებისთვის კომპანია ქარს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ რომ მოპედები ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობენ, დამატებით დეტალებს კი მალე გააჟღერებენ.
თაკო კვაჭანტირაძე
ფოტო: გოგა ჩანადირი