თბილისში ჰაერი ვერ ნიავდება - დედაქალაქი მხოლოდ ძლიერი ქარის იმედადაა

თბილისში ჰაერი ვერ ნიავდება - დედაქალაქი მხოლოდ ძლიერი ქარის იმედადაა

access_time2022-02-15 15:00:07

სპეციალისტების შეფასებით,  მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის გამო თბილისი სათანადოდ ვეღარ ნიავდება. ამ ფუნქციას ადრე ლისისა და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორია, მდინარე მტკვარი და გამწვანების რამდენიმე სივრცე ასრულებდა, მაგრამ ურბანული პრობლემის გამო თბილისში, ასევე რამდენიმე დიდ ქალაქში განიავების სერიოზული პრობლემაა და სარეკრეაციო ზონები თავიანთ ფუნქციას  უკვე ვეღარ ასრულებენ. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“  ეკოლოგი, აკადემიკოსი სიმონ  ბარამიძე საუბრობს.


,,სამშენებლო მტვერი, მანქანებისა და უკვე გათბობის გამონაბოლქვი ატმოსფეროში სერიოზულ დაბინძურებას იწვევს, რომელიც ილექება დაბლა და  მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნის.   დედაქალაქის განიავების ფუნქციას მტკვარი ასრულებს, მაგრამ - არასაკმარისად. დღესდღეობით თბილისი მხოლოდ ქარის დროს ნიავდება“, - აცხადებს ბარამიძე.


მისი შეფასებით, პრობლემა წლიდან წლამდე მწვავდება და  განსაკუთრებით მასშტაბურია ზაფხულობით მაღალი ტემპერატურის პირობებში. 


,,უგანზომილო, უაზრო განაშენიანების პრინციპი  უნდა აიკრძალოს. თბილისი მიეკუთვნება ქვაბულების (ჩაწეული ნაწილი) მქონე ქალაქების ტიპს, სადაც მაღალი კორპუსების მშენებლობა ძალიან სარისკოა.  საკვამლე მილები გამოყოფილია ჰაერში,  რომელიც ნამწვი აირებით არის გაჯერებული, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. გამოდის, რომ მეზობელი წამლავს მეზობელს და ქალაქი რჩება გაუნიავებელი უფრო მეტად და ძლიერად, ვიდრე ადრე. ეს გამოჩნდება ზაფხულში მაღალი ტემპერატურისას, განსაკუთრებით უქარო ამინდში. ამერიკის და დუბაის მაგალითებს თუ ვიღებთ მხედველობაში, იქ  მაღალი კორპუსების მშენებლობის საშუალებას ჰორიზონტი  იძლევა, რასაც თბილის მოკლებულია“, - აცხადებს ,,კომერსანტთან სიმონ ბარამიძე.


ეკოლოგის შეფასებით, მტკვრის მარცხენა მხარე უფრო განიავებადია, ვიდრე - მარჯვენა. ხოლო ლისის და კუს ტბებიდან ჰაერი საერთოდ არ ჩამოდის, რაც თბილისისთვის დიდი ეკოლოგიური პრობლემაა.



,,მაღლივი კორპუსები განიავებას ხელს უშლის. ლისის და კუს ტბიდან ჰაერი არ ჩამოდის. მთელი ვაკე აშენდა მაღალი კორპუსებით, საიდანაც საკვამლე მილებიდან გამოსული ნამწვი ჰაერს წამლავს. როცა ქარი უბერავს 13 მ/წამში იწევს ქარის სიჩქარე და ქალაქი იწყებს განიავებას. ამის შესაძლებლობას მხოლოდ  მტკვრის მარცხენა მხარე იძლევა.  ეს ერთადერთი საშუალებაა, რაც მცირედით ანიავებს ჰაერს. ძალიან მძიმე სტრუქტურაა. განათებულობა რომ ავიღოთ, მზის სხივი საკმარისი მოცულობით თუ ვერ შემოვა, ჯანმრთელი თაობა არ გვეყოლება. დაბინძურებულ ჰაერში კარგად ცხოვრობს ნებისმიერი ინფექცია, მათ შორის, კოვიდი, ცნობილი ფაქტია. ნებისმიერ მომენტში შეიძლება ქალაქი ახალი ბაქტერიის წყარო გახდეს.

დაბალ სიჩქარეებში სპორტის სასახლე ნიავდებოდა, იპოდრომიდან წამოსული ნიავი საბურთალოს ქუჩიდან აღწევდა, მაგრამ ესეც გადაიკეტა - ჰაერის მოძრაობის მართებულად დადგა შენობები. ანალოგიური პრობლემაა დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით აჭარაში, ბათუმის უდიდეს ტერიტორიაზე ვერ აღწევს ზღვიდან წამოსული ნიავი, რადგან შენობები ქმნის ბარიერს“, - აღნიშნავს სიმონ ბარამიძე.


მისივე შეფასებით, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ზღვარი მიწიდან 10 მეტრს აღემატება. მხუთავი აირი დაბლა ჩამოდის და განსაკუთრებით ბავშვებს უქმნის პრობლემას, რის გამოც მათი ქუჩებში გასეირნებაც უკვე საშიში გახდა.


მართალია, ატმოსფეროს დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქაოსური განაშენიანება მიიჩნევა, თუმცა არანაკლები პრობლემაა  ავტომობილების გამონაბოლქვი და სამშენებლო მტვერი, რომლებიც დიდ რისკს ქმნის.  


გაერო-ს განცხადებით, ჰაერის დაბინძურებით ყოველწლიურად შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება.


ორგანიზაციამ გამოთვალა, რომ ეს რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე ომის, მოწევისა და ტუბერკულოზის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა.

 

,,სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, ჰაერის დაბინძურება თქვენს დღეებს ამცირებს. აშშ-ში დაახლოებით 4 თვით. რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 9 თვით. ინდოეთში 1.5 წლით, - აღნიშნავენ გაერო-ში.

 

მარი ჩიტაია

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up