იტალიური ბრენდის Kiko Milano-ს მაღაზიები, როგორც დაგეგმილი იყო, ივნისში „ისთ ფოინთსა“ და „თბილისი მოლში“ გაიხსნა, როგორ კომერსანტს „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა უთხრა, მესამე მაღაზია „სითი მოლში“ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიხსნება.
მისივე თქმით, „რითეილ გრუპ ჯორჯია“ მოლაპარაკებებს სხვა საერთაშორისო ბრედნებთანაც აგრძელებს, თუმცა რომლებთან, ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
„როგორც დაგეგმილი იყო, Kiko Milano-ს ორი ფილიალი „ისთ ფოინთში“ და „თბილისი მოლში“ გაიხნსა, რაც შეეხება მესამე ფილიას, ის შემდეგი ორი კვირის განმავლობაში „სითი მოლში“ გაიხსნება.
გარდა ამისა, არა ერთ ბრენდთან გვაქვს მოლაპარაკებები, მინდა რომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდეს და საქართველოში სხვა საერთაშორისო ბრენდებიც შემოვიყვანოთ“, - აღნიშნა რეზო მაღალაშვილმა.
Kiko Milano 1997 წელს, იტალიის ბერგამოს პროვინციაში შეიქმნა. კომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო პერკასია, ხოლო ვიცე–პრეზიდენტი მისი შვილი სტეფანო პერკასი. Kiko Milano მაღაზიების ქსელებით ამ დროისთვის 42 ქვეყანაშია წარმოდგენილი.
თაკო კვაჭანტირაძე