თბილისში ლურჯ მიკროავტობუსებს ისევ „ჯი-თი მოტორსი“ შემოიყვანს

თბილისში ლურჯ მიკროავტობუსებს ისევ „ჯი-თი მოტორსი“ შემოიყვანს

access_time2021-05-23 12:08:26

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლითაც მერია 300 ახალი მიკროავტობუსის შეძენას გეგმავდა, ისევ კომპანია "ჯი-თი მოტორსმა” გაიმარჯვა. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო კომისიის სხდომის ოქმიდან ირკვევა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში დამატებით 300 ლურჯი მიკროავტობუსის შესყიდვაზე მერიამ ტენდერი 2 აპრილს გამოაცხადა. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 919 468 ლარი იყო, "ჯი-თი მოტორსის“ შეთავაზებული თანხა კი 35 729 400 ლარი. სატენდერო კომისიამ „ჯი-თი მოტორსის“ შეთავაზებული წინადადება მოიწონა, შესაბამისად, უახლოეს რამდენიმე თვეში თბილისში 300 ახალ Fორდ-ის მარკის ლურჯ მიკროავტუბუსს ისევ „ჯი-თი მოტორსი“ შემოიყვანს. ფასების ცხრილის მიხედვით, ერთი ერთეული Fორდ თრანსიტ-ის მარკის მიკროავტობუსის ღირებულება 33,606 ევროთი განისაზღვრება. საერთო ღირებულება (დღგ-სჩათვლით) კი 10 081 948 ევროთი.
სატენდერო პირობების თანახმად, მიკროავტობუსები უნდა იყოს არაუადრეს 2021 წლისა (ყველა ავტობუსი უნდა იყოს ერთი მარკის და ერთი მოდელის); არანაკლებ 17 მგზავრზე გათვლილი; უნდა იყოს ლურჯი (მეტალიკი) ფერის. გამარჯვებულმა კომპანიამ კი მიკროავტუბუსები შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 180 დღეში, ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.
აღსანიშნავია, რომ „ჯი-თი მოტორსი“ ბოლო წლების განმავლობაში არაერთ სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. მან შემოიყვანა დედაქალაქში ლურჯი ავტობუსების დიდი ნაწილი და ასევე თეთრი პიკაპები. „ჯი-თი მოტორსმა“ შემოიყვანა 300 ლურჯი მიკროავტობუსიც.
„ჯი-თი მოტორსი“ 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-იან წილს შპს „ჯი-თი გრუპი“ ფლობს. ეს უკანასკნელიც 2010 წელს დარეგისტრირდა. რეესტრის მიხედვით, „ჯი-თი გრუპის“ 33% გიორგი თავდიშვილი, 34%-ს გიორგი გველესიანი, 33%-ს კი თემურ უსტიაშვილი ფლობს, რომელიც ასევე არის, როგორც „ჯი-თი მოტორსის“, ასევე „ჯი-თი გრუპის“ დირექტორი.

bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up