თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს

access_time2021-12-13 11:40:21

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, გამზირის გაორმხრივება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ იგეგმება.

ამასთან, გარდა მელიქიშვილის გამზირისა, მერია 2022 წლის განმავლობაში ქეთევან წამებულის გამზირის სრულ რეაბილიტაციასაც გეგმავს.

„თბილისის მერია განაგრძობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. 2022 წელს იგეგმება ორი დიდი გამზირის - ქეთევან დედოფლის და მელიქიშვილის გამზირების სრული რეაბილიტაცია. ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო არეალი შეადგენს 1.7 კმ-ს და მოიცავს მეტროსადგურ “ავლაბრიდან” ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთს. ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდება.

რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირს, მისი სრული რეაბილიტაცია ითვალისწინებს სამუშაოებს ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის კუთხემდე, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამასთან, ფრანგული კომპანია “სისტრას” ხელშეკრულება არ გულისხმობდა ქუჩების დეტალურ დიზაინს, მათი ამოცანა ქსელის შექმნა და მისი იერარქიის განსაზღვრა იყო, ხოლო ზუსტი მარშრუტები და ქუჩების დიზაინი იმპლემენტაციის პროცესში უნდა განხორციელდეს. თუმცა, ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით ვმუშაობთ უცხოელ ექსპერტებთან ერთად აღნიშნულ საკითხებზე და მელიქიშვილის გამზირის დეტალური გეგმარების დროს გამოიკვეთა, რომ ოპტიმალური ვარიანტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაორმხრივება“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.


ამასთან, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე იგეგმება მასშტაბური სამუშაოები წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე.

“ყველა აღნიშნული სამუშაო სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. კერძოდ, ძველი, დაზიანებული მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები ახლით შეიცვლება, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. საჰაერო გადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, ჩატარდება საგზაო სამუშაოები, მოეწყობა ტროტუარები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება ეკონომიური, თანამედროვე ტიპის LED სანათები. მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი ე.წ. ბასლაინი და ველობილიკი. განახლდება ავტობუსის გაჩერებები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ყველა რეაბილიტირებული გამზირი ადაპტირდება შშმ პირებისთვის”, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიში.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up