თბილისში პარკინგზე ყველაზე მაღალი ფასი საბურთალოზეა და 7486 დოლარს შეადგენს, — ამის შესახებ ეროვნული ბანკის უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევაშია აღნიშნული.
„პარკინგზე ყველაზე მაღალი ფასი საბურთალოზე გამოვიდა, რასაც ძირითადად KING DAVID-ის პროექტი განაპირობებს და ის ერთგვარ „ექსტრიმს“ წარმოადგენს ჯგუფში. ცენტრალურ უბნებში ფიქსირდება პარკინგების ყველაზე მეტი რაოდენობა ერთ ბინაზე დაანგარიშებით. თბილისის უბნების რიგითობა საპირისპიროა თუ პარკინგისა და ბინის ფასებს (1კვ.მ-ზე) შევადარებთ(შევაფარდებთ) ერთმანეთს. გარეუბანსა და ცენტრს შორის ფასები საცხოვრებელ ფართებზე უფრო მეტად განსხვავდება, ვიდრე საპარკინგე ადგილებზე“, — ნათქვამია კვლევაში.
თბილისის სამშენებლო პროექტებში უდიდესი საპარკინგე სივრცე კრწანისში, ლისზე და საბურთალოზეა, საშუალო მონაცემზე მცირედით ნაკლებია ვაკის მაჩვენებელი. გარე უბნებში გაცილებით ნაკლები საპარკინგე სივრცეა გათვალისწინებული, ვიდრე ცენტრალურ უბნებში.
თბილისის ერთი კორპუსი საპარკინგე ადგილების საშუალო მოცულობით ბევრად აღემატება ნებისმიერი სხვა ქალაქისას. კერძოდ ერთ ბინაზე
დაანგარიშებული პარკინგების რაოდენობით თბილისი 3-ჯერ აღემატება ბათუმს, სადაც პარკინგების გათვალისწინება ფაქტობრივად არ ხდება
(დეფიციტია). პარკინგების კუთხით უფრო ცუდი ვითარებაა ბაკურიანში, თუმცა განსხვავებით დიდი ქალაქებისგან, აქ გარე ტერიტორია ჯერჯერობით იძლევა დაპარკინგების საშუალებას“, — აღნიშნულია კვლევაში.