თბილისში ქართულ მცირე წარმოებაზე ორიენტირებული ქსელი „გურმანია“ გაიხსნა  - საწყისი ინვესტიცია მილიონი ლარია

თბილისში ქართულ მცირე წარმოებაზე ორიენტირებული ქსელი „გურმანია“ გაიხსნა - საწყისი ინვესტიცია მილიონი ლარია

access_time2022-12-30 11:00:08

19 დეკემბერს ორთაჭალაში ქსელური მარკეტი  „გურმანია“ გაიხსნა,  - ამის  შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები„ გურმანიას გენერალურმა დირექტორმა გიორგი რცხილაძემ ისაუბრა.  მისი თქმით „გურმანია“ ქმნის განსხვავებულ ასორტიმენტს, რომელიც ძირითადად  ორიენტირებულია კვების პროდუქტებზე, მათ შორის ადგილობრივ ხილ-ბოსტნეულზე.

 


„მთლიანად ასორტიმენტი ფორმირებულია ისე, რომ მაქსიმალურად წარგვედგინა ის პროდუქტები, რომელთაც უჭირთ  დახლზე მოხვედრა, მათ შორის ქართული ბრენდები, რომლებიც არ არიან მასშტაბურები და არ აქვთ დიდი თანხები იმისთვის, რომ ქსელებში შესვლა და  დახლებზე ადგილის  მოპოვება მოახერხონ

 


ქსელებში ასეთი პრაქტიკაა, წინასწარ ითხოვენ გარკვეულ ინვესტიციებს, არის დახლებზე გარკვეული გადასახადები, გადასახადია პროდუქციის რეგისტრაციაზე, ქსელში შესვლაზე და ა.შ. საბოლოო ჯამში მცირე მწარმოებლისთვის, ეს  საკმაოდ სოლიდურ თანხაზე ადის და ამხელა  ფინანსური  რესურსის გაღება ქართული დამწყები  ან  თუნდაც  არსებული კომპანიისთვის საკმაოდ რთულია, რადგან კონკურენციაში  შედიან მსხვილ  მწარმოებლებთან, რომელთაც მარკეტინგული ხარჯებისთვის  დიდი ბიუჯეტი  აქვთ და უპირატესობაში არიან“, - აღნიშნა გიორგი რცხილაძემ.



როგორც  რცხილაძემ აღნიშნა,  თავიდან  ქართველი მწარმოებლებისგან  პასიურობა  შეინიშნებოდა,   რადგან გამომიდინარე იქიდან, რომ „გურმანია“  ქსელური მარკეტია, მოლოდინი იყო, რომ ქსელში  შესასვლელად  გარკვეული ინვესტიცია  იქნებოდა  საჭირო, თუმცა მას  შემდეგ  როდესაც  ბიზნეს  მიდგომებს  გაეცნენ  „გურმანიამ  საკმაოდ  საინტერესო  პარტნიორები გაიჩინა.

 



„ჩვენთან  წარმოდგენილია  Native Racha და  სხვადასხვა ბრენდები, ვთანამშრომლობთ თაფლის მწარმოებლებთან, ასევე გვყავს  შედარებით მსხვილი მწარმოებლებიც, ოფიციალურ  გახსნასთან ერთად  იზრდება დაინტერესება  მცირე  მწარმოებლებისგა,  ეს  პორტფელი კიდევ გაიზრდება და მომხმარებლისთვის  უფრო  საინტერესო  გახდება“, -  აღნიშნა გიორგი რცხილაძემ.

 


რაც  შეეხება  ინვესტიციებს,  გიორგი  რცხილაძის თქმით, „გურმანიას“  ძლიერი მხარე  არის ის, რომ  ქსელის  განვითარება  მთლიანად  ინვესტიციით  ფინანსდება  და  არა  მომწოდებლების  ხარჯზე. როგორც გიორგი რცხილაძე ამბობს, ინვესტიცია ქართულ-ამერიკულია,  ქსელის  განვითარებას  ქართული  ბიზნეს -ჯგუფი აფინანსებს,  ამერიკული დაფინანსება კი გაზელის  ფონდისგან მოდის.

 


„პირველი  ფილიალის  გახსნაზე ამ ეტაპზე ინვესტირებულია დაახლოებით მილიონი  ლარი, დაგეგმილი გვაქვს, რომ  შემდეგ  წელს  2 მილიონი დოლარის  ინვესტიციას  გავაკეთებთ და დაახლოებით მარტიდან ქსელის გაფართოებას  დავიწყებთ. მომდევნო წლიდან  პირველ  ეტაპზე თბილისში  გვინდა დაახლოებით 10 ფილიალის  გახსნა , ვაპირებთ  დიდი  და  მცირე  ფილიალების  გახსნას და  გეოგრაფიის  გაზრდას.



დღესდღეობით ხარისხიან  პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა  შეზღუდულია და მათი პოვნა უფრო ჰიპერმარკეტებშია შესაძლებელი. ჩვენ  გვინდა, რომ  მომხმარებელთან უფრო  ახლოს  ვიყოთ. სამომავლო პერსპექტივაშია რეგიონულ  გაფართოება.



მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ  აქცენტი  გვაქვს  ხილ-ბოსტნეულზე, რომლის  ხარისხის  კონტროლიც   ქვეყანაში, ზოგადად, პრობლემაა.  ჩვენ ამ  მხრივაც  განსხვავებულ  მიდგომას  შევთავაზებთ  მომხმარებელს,  ჩვენი  დედა -კომპანიაა  ხილ-ბოსტნის  ლოგისტიკური  ცენტრი და  ფაქტობრივად  შუა  რგოლი  იქნება  დედა კომპანია, რომელიც  ევროპული  დონის  ინფრასტრუქტურით  უზრუნველყოფს პროდუქტის ფერმერიდან დახლამდე მიწოდებას“, - აღნიშნა გიორგი რცხილაძემ.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up