2022 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში უძრავი ქონების ღირებულება 20%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვ. მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 967 აშშ დოლარს შეადგენს.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 74%-თაა გაზრდილი. მათივე ცნობით, წელს სექტემბერში ქირის ფასი 1 კვ. მეტრზე 9 აშშ დოლარია.
კვლევის თანახმად, 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, ქირის ფასი თბილისში წლიურად ყველაზე მეტად - 61%-ით ვაკეში გაიზარდა, მას მოსდევს მთაწმინდა - 49%-იანი ზრდით, მე-3 ადგილზე კი კრწანისია.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში უძრავი ქონების ქირაზე მოთხოვნა ყველაზე მაღალი იყო შემდეგ 3 რაიონში - დიდი დიღომი, ისანი და გლდანი.
რაც შეეხება ღირებულებას, სექტემბერში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი თბილისში ყველაზე მეტად - 29%-ით გაიზარდა საბურთალოს რაიონში, მას მოსდევს ნაძალადევი 22%-იანი და გლდანი 21%-იანი ზრდით.