თბილისში საახალწლო განათებები 21:00 საათის შემდეგაც აღარ გამოირთვება

თბილისში საახალწლო განათებები 21:00 საათის შემდეგაც აღარ გამოირთვება

access_time2020-12-19 17:45:28

"თბილისში საახალწლო განათებები გადაადგილების შეზღუდვის დროსაც არ გამოირთვება" ამის შესახებ  თბილისის მერმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა. 


კახა კალაძის განცხადებით, პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება დადებითი განწყობა და სულიერი სიმხნევეა.


„თქვენ იცით, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და, რა თქმა უნდა, ჩვენც საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები იყოს სრულად დაცული ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის.  ეს არის დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. რა არის ჩვენი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის დროს? რასაკვირველია, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და  სიყვარული. როგორ  შევხვდეთ  ახალ წელს - შეშინებულები  და დათრგუნულები? ცხადია, არა!  ჩვენი განწყობა,  მომავლის  რწმენა, იმედი, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, ერთმანეთისადმი სოლიდარობა დაასუსტებს ამ  უხილავ მტერსაც კი. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ - ბავშვების ჟრიამული, ხალისი, კისკისი არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


თბილისის მერის განმარტებით, სადღესასწაულო განწყობა, რაც საახალწლო ილუმინაციებით მორთულ ქუჩებს მოაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია არსებულ სიტუაციაში.


„მას შემდეგ, რაც მე გამოვთქვი სურვილი, გამოირთოს შეზღუდვის საათებში საახალწლო ილუმინაციები, ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით,  რომ შეზღუდვის მიუხედავად,  მაინც  დაგვეტოვებინა ღამის  საათებშიც  საახალწლო განათებები. რომ დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ამ განათებებს შეზღუდვის საათებში? დღესაც  მერიაში გვქონდა მსჯელობა ამ საკითხზე, თუ როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ? გუშინდელიდან  მოყოლებული არაერთმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, არ გამოგვერთო საახალწლო განათებები. როგორც ვმსჯელობდით, ამ განათებებს ნახულობენ ის ადამიანები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე  სტრესული საქმიანობის მქონე პირები - პოლიციელები, ექიმები, ჟურნალისტები, „თბილსერვისის“ თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა გადაუდებელი საქმის  გამო ქუჩაში მყოფი თბილისელები, ოჯახები, რომელთა ფანჯრებიდან, აივნებიდან მოჩანს იმედიანი ქალაქი, საახალწლოდ მორთული - გამხიარულებული  ქალაქი. 


თითქოს  თბილი და  მყუდრო   ქუჩები ამ ადამიანების  დაღლილობას, სტრესს  და  მძიმე სამუშაო  დღეს მალამოდ  დაედება,  გაათბობს და იმედით  აღავსებს. შესაბამისად, ვითვალისწინებთ თითოეული თბილისელის სურვილს - დარჩეს ჩვენი ქუჩები განათებული! კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს,  ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლის  სურვილს ჩვენს გულებში, იმედს  ჩვენს თვალებში, ვერ ჩაგვაბნელებს!"


- განაცხადა დედაქალაქის მერმა.  





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up