თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი სიცოცხლე შეეწირა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპული ხანდაზმული ქალია, რომელიც საცხოვრებელ სახლში მარტო უნდა ყოფილიყო.
თვითმხილველების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ცეცხლი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე სახლში გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას. უთხრეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. თუმცა მისი გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია.