1 აპრილს, თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას საკონფერენციო დარბაზი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს - მტკიცებულებაზე დაფუძვნებული მედიცინის თანამედროვე ასპექტები, უმასპინძლებს.
სიმპოზიუმი საქართველოში გერმანული კომპანია ჰეელისა და მისი ოფიციალური წარმომადგენლის ბიომედიკას ორგანიზებით უკვე მეთორმეტედ ტარდება და მასში საერთაშორისო დონეზე აღიარებული ქართველი და უცხოელი პროფესორები მონაწილეობენ.
სიმპოზიუმს ცნობილი გერმანელი პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორი მაირონ შულცი გახსნის, რომელიც ისაუბრებს ბიორეგულაციური თერაპიის როლზე მტკიცებითი მედიცინის თვალსაზრისით. მოხსენებას ასევე წაიკითხავენ ქართველი წამყვანი სპეციალისტებიც.
სიმპოზიუმს 200-მდე ექიმი დაესწრება და თითოეული მათგანისთვის, სიმპოზიუმი, ფაქტობრივად, წარმოადგენს ფასდაუდებელი სამედიცინო პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალებას, რაც შესაძლებელს ხდის, მოკლე დროში, წლების განმავლობაში ნაცადი ეფექტური და საიმედო სამედიცინო პრაქტიკული ცოდნის მიღებასა და ასევე, იმ უნარ-ჩვევების გაღრმავებას, რომელსაც ექიმები ყოველდღიურ პრაქტიკაში იყენებენ.
ანონსი: 1 აპრილს, 11:00 საათზე - ქალაქ თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას საკონფერენციო დარბაზი უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმს სახელწოდებით „მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის თანამედროვე ასპექტები, რომელსაც 200-მდე ექიმი დაესწრება.