რამდენად საშიშია თბილისში ბოლო ათწლეულებში აშენებული სახლები  - არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი დედაქალაქის სეისმომედეგობის მაჩვენებელზე

რამდენად საშიშია თბილისში ბოლო ათწლეულებში აშენებული სახლები - არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი დედაქალაქის სეისმომედეგობის მაჩვენებელზე

access_time2023-02-10 19:00:47

თბილისში შენობების 70% ავარიულია და ეს ძირითადად შეეხება 1992 წლამდე ნაშენ შენობებს - ამის შესახებ არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს.


მისი თქმით, 1992 წლის შემდეგ ნაშენები მშენებლობები საკმაოდ მყარი კონსტრუქციებია, რომლებიც 8 ბალის სიმძლავრის მიწისძვრას უნდა უძლებდეს. როგორც ირაკლი როსტომაშვილი აღნიშნავს, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საცხოვრებელი სახლების უმრავლესობის ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გასულია და ყველაზე დიდ საფრთხეს უნებართვო მიშენებები და დაშენებები ქმნის.


„თურქეთში მიწისძვრას კატასტროფული ნგრევა მოჰყვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლები, რომლებიც თბილისში შენდება, საშიშია, ეს არის მცდარი ინფორმაცია. 1992 წლის შემდეგ, როდესაც თბილისში შეიცვალა სეისმომედეგობის მაჩვენებელი 8 ბალზე, მას შემდეგ დაპროექტებული შენობები ამ სტანდარტებს შეესაბამება. აქ ერთმანეთში ხშირად ურევენ ე.წ. ბეტონის ჯუნგლებს, იერსახეს, გარემოს ან უსისტემო განაშენიანებას, მაგრამ ამას არანაირი შეხება არ აქვს შენობის კონსტრუქციულ მდგრადობასთან. 



რაც შეეხება პრობლემებს, თბილისში ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს ავარიულ შენობებთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ თბილისში შენობების 70% ავარიულია და ეს ძირითადად შეეხება 1992 წლამდე ნაშენ შენობებს, დავიწყოთ ისტორიული შენობებით 1800-იან 1900-იანი წლების დასაწყისში ნაშენებით, რომელიც ნაანგარიშები იყო 6 და 7 ბალზე. რაც მთავარია ამ შენობებს არასწორად უტარდებოდა ექსპლუატაცია, იყო გაუაზრებელი მიშენებები, დაშენებები, გადაკეთებები, კონსტრუქციული კედლის გამონგრევები და ა.შ. ეს არის სერიოზული პრობლემა და საშიშია“,  ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.


როგორც არქიტექტორი ამბობს, დღეს, 2009 წელს დაკორექტირებული რუკაზე დაყრდნობით ხდება ყველა შენობის და საინჟინრო ნაგებობის დაპროექტება და როგორც სპეციალისტები ამბობენ რუკა არ შეესაბამება რეალურ სურათს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up