თბილისში „თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის“ დაპროექტების საერთაშორისო კონკურსის  მეორე ტურში ორმა კომპანიამ გაიმარჯვა

თბილისში „თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის“ დაპროექტების საერთაშორისო კონკურსის მეორე ტურში ორმა კომპანიამ გაიმარჯვა

access_time2022-10-27 16:10:00

სექტემბერში თბილისმა,  „მიხაილოვის საავადმყოფოს“ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გარდაქმნის საერთაშორისო კონკურსის მეორე ტურის  ფარგლებში, მსოფლიო არქიტექტურის გრანდებს  უმასპინძლა.


„მიხაილოვის საავადმყოფოს“ ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დაპროექტებისთვის ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს 14-მა წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანიამ მიიღო. მათგან პირველ ტურში შეირჩა 6 საუკეთესო, კერძოდ: Archea Associati იტალიიდან (ფლორენცია), Christ & Gantenbein შვეიცარიიდან, Emre Arolat თურქეთიდან, Shigeru Ban იაპონიიდან, Wilmotte & Associés საფრანგეთიდან. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დასახელებული კომპანიებიდან   4 უკვე გამოეთიშება კონკურსს და 2 არქიტექტურული კომპანია  აგრძელებს პირველობისთვის ბრძოლას. მეორე  ტურში გაიმარჯვა შვეიცარიულმა არქიტექტურულმა კომპანიამ Herzog and De Meuron  და Wilmotte & Associés-მა  საფრანგეთიდან.


Herzog and De Meuron-ი ბაზელში 1978 წელს ჟაკ ჰერცოგმა  და პიერი დე მეურონმა დააარსეს. ეს არის  500-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდი, რომელიც  მუშაობს ათობით  პროექტზე მსოფლიოს  მასშტაბით. კომპანიას სტუდიები და ოფისები  გააჩნია  ბერლინში,მიუნხენში, ლონდონში, ჰონგ კონგში, ნიუ-იორკოში, სან-ფრანცისკოში, კოპენჰაგენსა და პარიზში. კომპანიას 150-ზე მეტი  კულტურული და ხელოვნების პროექტი აქვს შექმნილი, რომელთაგან  აღიარებულია: მემფისის ხელოვნების მუზეუმი, დე იანგის მუზეუმი სან ფრანცისკოში, პერეს ხელოვნების მუზეუმი მაიამიში, ეროვნული სტადიონი პეკინში,   კარის საფოსტო ბანკი, ბაზელის ბიზნესის სკოლა, ხელოვნების სამეფო კოლეჯი და მრავალი სხვა ობიექტი. თბილისს სექტემბერში უშუალოდ ბატონი მიურონი სტუმრობდა და ადგილზე გაეცნო „მიხაილოვის საავადმყოფოს“ არქტიტექტურას და ტერიტორიას.

 


 

Wilmotte & Associés-ი აღიარებული ფრანგი არქიტექტორის  ჟან-მიშელ ვილმოტის სახელს უკავშირდება. კომპანია მან პარიზში 1975 წელს დააფუძნა.  დღეს მისი ბიზნესი სტრუქტურირებულია ორ კომპანიაზე - არქიტექტურული ფირმა Wilmotte & Associés და დიზაინის სტუდია Wilmotte & Industries SAS, რომლებიც ახორციელებენ 100-ზე მეტ პროექტს. კომპანია ცნობილია პროდუქტის მრავალფეროვნებითა და სამუშაოს შესრულების შესანიშნავი ხარისხით. Wilmotte ფირმა ოპერირებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, საცხოვრებელ და მომსახურების ინდუსტრიებში. ფირმა აერთიანებს 27 სხვადასხვა ეროვნების 250 თანამშრომელს და მუშაობს 23 ქვეყანაში.  სტუდიის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს შორის აღიარებულია: პარიზის ეფემერული დიდი სასახლე, გაეროს სასახლე სენეგალში, ლიონის ტერასები, ისლამური ცივილიზაციის ცენტრი ტაშკენტში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი პარიზში, ბულგარეთის ექიმთა ასიციაციის  ოფისი და მრავალი სხვა ობიექტი.


საბოლოოდ, ვინ ჩაიბარებს პროექტს და ვინ დააპროექტებს  თბილისის ერთ-ერთ საინტერესო და თანამედროვე კულტურულ კერას, ნოემბერში გახდება ცნობილი.


არქიტექტურული პროექტის მომზადებას  10 თვე დასჭირდება, მშენებლობა კი სავარაუდოდ 2023 წლის ბოლოს დაიწყება. აღმაშენებელზე თანამედროვე ხელოვნების  მუზეუმის მშენებლობის იდეა ბათუმელ ბიზნესმენს, მეცენატს და კოლექციონერს შალვა ბრეუსს ეკუთვნის, რომელმაც „მიხაილოვის საავადმყოფო“ გაზაფხულზე 16 მილიონ ლარად შეიძინა. პროექტი  5 წლის განმავლობაში 30 მილიონი ლარის ინვესტირებას ითვალიწინებს, თანაც ისე, რომ შენარჩუნდეს ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს“ ისტორიული ძეგლის იერსახე. პროექტის დასრულებით თბილისს ხელოვნებისა და კულტურის ახალი თანამედროვე კერა შეემატება.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up