გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა +1+7 გრადუსი იქნება. 4 დეკემბერს უმეტეს რაიონში თოვლ-ჭყაპს ელოდებიან, ღამით ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება დღე კი +6 გრადუსამდე დათბება. რაც შეეხება 5 დეკემბერს, ამ დღეს მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარის გაძლიერება, ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. სინოპტიკოსები ზოგიერთ რაიონში თოვლსა და ნისლს ელოდებიან.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს 3-5 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ზოგჯერ ძლიერი, ტემპერატურა +4+15 გრადუსის ფარგლებში იქნება. 5 დეკემბერს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 20-25მ/წმ-მდე.
ნალექია მოსალოდნელი დედაქალაქშიც, 3 დეკემბერს წვიმას და ნისლს ელოდებიან, ტემპერატურა +4+5 გრადუსი იქნება. meteo.gov.ge-ს თანახმად 4-5 დეკემბერს თბილისში თოვლ-ჭყაპი იქნება და ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება. ღამით -1 გრადუსი ყინვა და თოვლია მოსალოდნელი დედაქალაქში 6 დეკემბერს.