თბილისში უძრავი ქონების ფასები 11%-ით გაიზარდა, ბათუმში - 23%-ით - ლეო ჩიქავა

თბილისში უძრავი ქონების ფასები 11%-ით გაიზარდა, ბათუმში - 23%-ით - ლეო ჩიქავა

access_time2023-04-24 21:30:59

მიმდინარე წლის მარტში, თბილისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების ტრანზაქციები შემცირდა. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში  Colliers-ის კვლევისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავამ განაცხადა, ბათუმში კლება არ ყოფილა, 16%-იანი ზრდა იყო, თუმცა ტენდენცია მაინც კლებისკენაა წასული.


„მარტში თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების 12%-ით შემცირდა, ხოლო ბათუმში არ გვქონია შემცირება, მაგრამ თუ პირველ 2 თვეში ზრდა იყო 75 და 42%, მარტში - 16%-მდე შემცირდა მაჩვენებელი“, - აცხადებს ლეო ჩიქავა.


მისი თქმით, თბილისში ტრანზაქციების წილი ახალი პროექტებზე (რომელთა მშენებლობა დასრულდა 2012 წელს ან შემდეგ) 65%-ია, ბათუმში - დაახლოებით 80%. თბილისში ახალ აშენებულ სახლებში 14%-ით შემცირდა ტრანზაქციების რაოდენობა, ხოლო ბათუმში - 17%-ით გაიზარდა.


ლეო ჩიქავამ „კომერსანტის„ ეთერში უძრავი ქონების ტრანზაქციების კლების მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამის მიზეზი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გასვლა და 2023 წლის მარტში თბილისში არასტაბილური პოლიტიკური გარემო იყო.



„თბილისში ტრანზაქციების შემცირების და ბათუმში ზრდის ტემპის მიზეზი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გასვლაა. 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 50 000 მოქალაქით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. მაშინ როცა, 2022 წელს შემოსვლები ჭარბობდა, მათ შორის პირველ კვარტალში 22 000-ით მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. ტრანზაქციების კლების მეორე მიზეზი - მარტის დასაწყისში თბილისში არასტაბილური პოლიტიკური გარემო იყო, რის გამოც მოქალაქეებს შეიძლება თავი შეეკავებინათ მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებებისგან,“ - განაცხადა ლეო ჩიქავა.


რაც შეეხება უძრავი ქონების ფასებს, მისი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ფასები 11%-ით გაიზარდა, ბათუმში - 23%-ით.


„მეტი მოთხოვნაა ეკონომ-ფასის ბინებზე და მათი წილი მთლიან ტრანზაქციებში 2022 წელს თბილისში 70% იყო, ბათუმში - 60%. 2023 წელს 10 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული ეკონომ-კლასის ბინებზე მოთხოვნა.


ბოლო 1 თვეში ფასები დასტაბილურდა და ველოდებით, რომ 2023 წლის განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნდება და არც მნიშვნელოვანი ზრდა და არც კლება არაა სავარაუდო, თუ რაიმე გლობალური ცვლილება არ მოხდა“, - განაცხადა ლეო ჩიქავამ.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up