თბილისში უძრავი ქონების ფასები წლიურად თითქმის 30%-ით გაიზარდა, მოთხოვნა კი ძირითადად 50-80 კვ.მ. ბინებზეა - Galt&Taggart

თბილისში უძრავი ქონების ფასები წლიურად თითქმის 30%-ით გაიზარდა, მოთხოვნა კი ძირითადად 50-80 კვ.მ. ბინებზეა - Galt&Taggart

access_time2023-04-11 19:00:23

Galt&Taggart-ის უძრავი ქონების სექტორის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, უძრავი ქონების გაყიდვები თბილისში სტაბილურად მზარდია, ხოლო ფასები დაახლოებით 30%-თაა გაზრდილი აშშ დოლარში.


„გაყიდვების დაახლოებით ნახევარი საბურთალოს, დიდი დიღმის და სამგორის რაიონებში განხორციელდა გაყიდვების დაახლოებით ნახევარი საშუალო ზომის (50-80 კვ.მ.) ბინებზე მოდის,  აღნიშნულია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.


ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თბილისში ფასებზე ყველაზე მეტად გაძვირებული მშენებლობა მოქმედებს. 2022 წლის მეოთხე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 132$ იყო, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 89$. რაც შეეხება გაცემულ ნებართვებს, 2022 წელს თბილისში გაცემულმა ნებართვებმა საცხოვრებელ შენობებზე 4.3 მლნ კვ.მ. შეადგინა.



რუსეთის მოქალაქეების წილი მთლიან გაყიდვებში 2022 წელს თბილისში ყველაზე მაღალი ოქტომბერში იყო და 5.5% შეადგინა, ნოემბერსა და დეკემბერში კი 4.4%, ყველაზე დაბალი კი იანვარში დაფიქსირდა, როცა 0.9%-ს გაუტოლდა.


Galt&Taggart-ის მიხედვით, გაყიდვების საშუალო ზრდა 2015 წლიდან 2022 წლამდე 16.8%-ს შეადგენს. ხოლო თუ 2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებს 2022 წლის ანალოგიურ ორ თვეს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ზრდა 14.3%-ია. გასული წლის პირველ ორ თვეში თბილისში 5700-ზე მეტი ბინა გაიყიდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში 6600-ზე მეტი.


თეგები:
ბინები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up