თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

access_time2021-08-07 13:23:45

თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მათ ხელფასი პირველი იანვრიდან გაეზრდებათ, თუმცა მოხდება თუ არა ხელფასის გაზრდა 50%-ით, რასაც გაფიცული თანამშრომლები ითხოვნდნენ, ეს ჯერჯერობით უცნობია.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა თბილსერვის ჯგუფთან და თბილისის მერიის წარმომადგენლთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის 7 პუნქტიანი განცხადება, რომელიც მათ წარადგინეს, დაკმაყოფილდა. პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, 7-დან 6 პუნქტი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებზე კონკრეტული თარიღების მითითებას ითვალიწინებდა, 15 დღეში დაკმაყოფილდება, ხოლო მე-7 პუნქტი - ხელფასის გაზრდა კი, პირველი იანვრიდან მოხდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დასაუფთავების სამსახურის თანამშრომლები ტაშით შეხვდნენ და ისინი მუშაობას დღეიდან გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვას გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს გასულ წელს ხელფასები 20%-ით გაეზარდათ, ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი კი 2022 წლის იანვარში კვლავ გადაიხედება.


დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა იმ პრეტენზიებზე რაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ფორმებს უკავშირდება და აღნიშნა, რომ სამუშაო ფორმების შეძენაც ყოველწლიურად ხდება, ბოლო შესყიდვისას კი ტენდერთან დაკავშირებით პრობლემა იყო და გამარჯვებული კომპანია არის და თანამშრომლებს სექტემბრის დასაწყისში ახალი ფორმები ექნებათ.

რაც შეეხება ტექნიკას, მან განაცხადა, რომ ტყუილი ითქვა, თითქოს 9 წლის განმავლობაში ტექნიკის შეძენა არ მომხდარა.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up