თბილსერვის ჯგუფმა EBRD-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 18 მლნ ევროს ღირებულების 74 ერთეული მანქანა შეიძინა

თბილსერვის ჯგუფმა EBRD-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 18 მლნ ევროს ღირებულების 74 ერთეული მანქანა შეიძინა

access_time2022-09-01 12:30:12

შპს „თბილსერვის ჯგუფმა “ EBRD-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ჯამში 18 მილიონი ევროს ღირებულების 74 ერთეული მანქანა შეიძინა, რომელთაგან 40 უკვე თბილისშია - ამის შესახებ „კომერსანტს“ „თბილსერვის ჯგუფში“ უთხრეს, მათივე ინფორმაციით დანარჩენ 34 მანქანას კომპანია უახლოესი ორი კვირის მანძილზე მიიღებს.


„2018 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, თბილისის მყარი ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფისათვის 15 მილიონამდე ევრო გამოიყო. 2021 წლის ივლისს, აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და დამატებულ იქნა 3 მილიონი ევრო (ჯამში 18 მილიონი ევრო), საიდანაც 9 710 440, 00 ევრო  „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის“ მეშვეობით, მოხმარდება ავტო პარკის განახლებას. შპს ,,თბილსერვის ჯგუფის” მიერ შეძენილ იქნა:


• ნარჩენების შემგროვებელი სატვირთო ავტომანქანები (უკანა ჩატვირთვით და საწნეხი მოწყობილობით, ჯამში 74 ერთეული მანქანა)

 

55  შემგროვებელი


12 სატვირთო



 7 ქუჩის საწმენდი.


ამ დროისთვის, მომწოდებლისგან მიღებულია  სხვადასხვა მოცულობის და დანიშნულების 40 ერთეული სპეც ტექნიკა, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში კომპანია  დამატებით მიიღებს 34 მანქანას“, - აცხადებენ „თბილსერვის ჯგუფში“.

 

რაც შეეხება გზის მორეცხვის გეგმურ სამუშაოებს, თბილსერვის ჯგუფში აცხადებენ, რომ თბილისში ქუჩები გეგმიურად 00 საათიდან დილის 04:00 საათამდე პერიოდში ირეცხება. ასევე არაგეგმიურად  ირეცხება დედაქალაქის სხვა ნაწილიც.

 

„თბილსერვის ჯგუფი“ მაისიდან ზამთრის დადგომამდე ყოველდღიურად შემდეგ მისამართებზე მუშაობს: ალექსანდრე პუშკინის ქუჩა; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა; ვახტანგ გორგასლის ქუჩა; მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა (ყოფილი ელბაქიძის ქუჩა); მეტეხის ხიდი; ბარათაშვილის ხიდი; გალაკტიონის ხიდი; გია გულუას ქუჩა; შოთა რუსთაველის გამზირი; მერაბ კოსტავას ქუჩა; პეტრე მელიქიშვილის გამზირი; თავისუფლების მოედანი; კოტე აფხაზის ქუჩა; დავით აღმაშენებლის გამზირი; კოტე მარჯანიშვილის ქუჩა; ზაარბრიუკენის მოედანი; ცოტნე დადიანის ქუჩა; ქეთევან დედოფლის გამზირი; ვარკეთილის დასახლება - ცენტრალური ქუჩები; ვაზისუბნის დასახლება - ცენტრალური ქუჩები; ლეხ კაჩინსკის ქუჩა; ავლაბრის მოედანი; ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართი; ევროპის მოედანი; აკაკი წერეთლის გამზირი; გიორგი ცაბაძის ქუჩა; თამარ მეფის გამზირი; თევდორე მღვდლის ქუჩა; აბასთუმნის ქუჩა; მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა; გრიგოლ რობაქიძის გამზირი; ფარნავაზ მეფის გამზირი; მირიან მეფის ქუჩა; დავით გურამიშვილის გამზირი; დავით სარაჯიშვილის ქუჩა; თორნიკე ერისთავის ქუჩა; ნოდარ დუმბაძის გამზირი; ანგია ბოჭორიშვილის ქუჩა; იოსებ ნონეშვილის ქუჩა; ალეკო გობრონიძის ქუჩა; ილია ჭავჭავაძის გამზირი; ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა; ირაკლი აბაშიძის ქუჩა; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა; ვაჟა-ფშაველას გამზირი; ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი; შალვა ნუცუბიძის ქუჩა; ჟიული შარტავას ქუჩა; პეკინის გამზირი; იური გაგარინის ქუჩა; გმირთა მოედანი; გმირთა მოედანი-მიხეილ თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა და პანდუსები; მარშალ გელოვანის გამზირი.

 

ასევე, არაგეგმურად ირეცხება დედაქალაქის სხვა ქუჩები“ - აცხადებენ „თბილსსერვის ჯგუფში“.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up