TDI: სახელმწიფოს არ აქვს რასიზმთან განმკლავების ხედვა, პოლიტიკა და სტრატეგია

TDI: სახელმწიფოს არ აქვს რასიზმთან განმკლავების ხედვა, პოლიტიკა და სტრატეგია

access_time2021-03-21 14:21:51

21 მარტი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტოლერანტობის კულტურისა და თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეწყობა, შეუწყნარებლობასა და რასობრივ ცრურწმენებთან, სტერეოტიპებთან ბრძოლაა. რასიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) განცხადებას ავრცელებს.

"საკითხის მნიშვნელობისა და არსებული პრობლემების მიუხედავად, სახელმწიფოს არ აქვს რასიზმთან განმკლავების ხედვა, პოლიტიკა და სტრატეგია; სამართალდამცავ უწყებებში არ არსებობს რასიზმისა და რასობრივი გამორჩევის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია; რასიზმის დასაძლევად კონკრეტულ ღონისძიებებს არც მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს.

საზოგადოებაში უცხოელებისა და მიგრანტების მიმართ უარყოფითი, ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს პოლიტიკოსების პოპულისტური, ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული რიტორიკაც." – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის თანახმად ისევე როგორც მსოფლიოში საქართველოშიც ძლიერდებიან რასისტული, რასისტული, ქსენოფობიური და ნეოფაშისტური ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმიან მიგრანტებს, ებრაელებს, მუსლიმებს, სხვადასხვა რწმენისა და ეთნოსის ადამიანებს.

"მაგალითად, საქმის მასალებისა და მოწმეების ჩვენებით იკვეთება, რომ 2018 წელს 25 წლის უფლებამდაცველი ვიტალი საფაროვი სწორედ რასობრივი შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის საფუძველზე მოკლეს. მოწმეების ჩვენების მიუხედავად, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ საფაროვი იმიტომ მოკლეს, რომ ებრაელი იყო, სასამართლომ არ გამოკვეთა საქმეში სიძულვილის მოტივი და განსასჯელები დამნაშავედ მხოლოდ ჯგუფურ მკვლელობაში ცნო." – ნათქვამია განცხადებაში.


ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის თანახმად უცხიელებთან მიმართებით პრობლემურია სახელმწიფო პოლიტიკაც – გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება უჭირთ. "სახელმწიფო მათ ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარს, ხშირად, დაუსაბუთებელი, სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით ეუბნება."

"საქართველოში სწავლისა და მუშაობის მიზნით მცხოვრები უცხოელები, აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები, TDI-სთან ყვებიან, რომ ზოგჯერ ბინას ვერ ქირაობენ განსხვავებული კანის ფერის თუ ეროვნების გამო; რასიზმის შემთხვევები ხშირია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნივერსიტეტში, საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში მომსახურების მიღებისას, პოლიციასთან ურთიერთობისას და ა.შ." - ამბობს ორგანიზაცია და უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობისა და რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ TDI-ის ანგარიშზე მიუთითებს.

TDI-ს განცხადება ასევე ეხება ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებში რასიზმის შემთხვევებს.

"საქართველოში რასიზმი გვხვდება ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებშიც, მაგალითად, მოცემულია დავალებები და კითხვები მოსახლეობის რასობრივი სტრუქტურის დახასიათებაზე, ძველი კლასიფიკაციების გამოყენებასა და აღწერასთან დაკავშირებით. "ნეგროიდი", "მონღოლოიდი" და სხვა რასისტული კატეგორიები გვხვდება გეოგრაფიის სახელმძღვანელოში. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რასების შესახებ თეორიებისა და ტერმინ "რასას" (ადამიანების კლასიფიკაციის მნიშვნელობით) ამოღება აუცილებელია არა პოლიტკორექტული მოსაზრებებით, არამედ იმიტომ, რომ თანამედროვე მეცნიერება განსხვავებული რასების არსებობას უარყოფს და თანხმდება, რომ რასები, როგორც უმეტესწილად ცალკეული და გეოგრაფიულად შემოსაზღვრული გენების ერთობლიობა არ არსებობს." – ვკითხულობთ განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up