თეა გოდოლაძის ქმედებებზე “ახალგაზრდა ადვოკატები“ სეისმური მონიტორინგის ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას გეგმავენ

თეა გოდოლაძის ქმედებებზე “ახალგაზრდა ადვოკატები“ სეისმური მონიტორინგის ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას გეგმავენ

access_time2021-09-27 15:45:56

„ვგეგმავთ, თეა გოდოლაძის ქმედებებზე სეისმური მონიტორინგის ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება მოვახდინოთ. დარწმუნებული ვართ, ამით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს ცენტრის წინაშე მდგარი ამოცანებისა და გამოწვევების სწორად გადაჭრას, რადგან მისი ხელმძღვანელის გაუმჭვირვალობის ხარისხი ყველა ლოგიკურ ზღვარს არის გაცდენილი“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.



მისი თქმით, სეისმური მონიტორინგის ცენტრი, გოდოლაძის ხელმძღვანელობის 10 წლიან პერიოდში, საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურად ჩამოყალიბდა.



„თეა გოდოლაძე თავს უფლებას აძლევს და მსხვილი საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობის თაობაზე, მათ შორის, პროექტების ფინანსური გამჭვირვალობის თვალსაზრისით, არ ახდენს ანგარიშგებას საზოგადოების წინაშე. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საერთაშორისო პარტნიორები საკუთრივ თეა გოდოლაძესთან ამყარებენ სტრუქტურულ და ფინანსურ თანამშრომლობას და არა დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრთან, რომელიც, თავის მხრივ, ილიაუნის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს და ისევე ექვემდებარება საჯაროობის დადგენილ ნორმებს, როგორც ნებისმიერი სხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება საქართველოში“, – აღნიშნა კაიკაციშვილმა.




„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ორგანიზაცია უახლოეს პერიოდში გეგმავს დეტალურად ჩააყენოს საქმის კურსში სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო პარტნიორები გაუმჭვირვალობის იმ მაღალი ხარისხის თაობაზე, რითაც, სამწუხაროდ, აღნიშნული ცენტრი ქართულ სამეცნიერო-კვლევით ბაზარზე, უკვე ბევრი წელია, გამოირჩევა.

ცნობისთვის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არ იძებნება ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში მეცნიერებისთვის გამოყოფილი რეკორდული დაფინანსების მქონე პროექტების მიმდინარეობის და მათი ფინანსური ანგარიშგების თაობაზე.



საუბარია, უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის (STCU) მიერ ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრისთვის დამტკიცებულ პროექტების – # P692 – „დიდი კავკასიონის აზევება და სეისმური სტრუქტურა“ და #P750 “სეისმური ქსელის გაფართოება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ შესახებ, რომელთა დაფინანსებამაც ჯამურად 7 მილიონ ლარს აღწევს.


Bfm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up