თეა გოდოლაძის სეისმური მონიტორინგის ცენტრი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურაა - ახალგაზრდა ადვოკატები

თეა გოდოლაძის სეისმური მონიტორინგის ცენტრი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურაა - ახალგაზრდა ადვოკატები

access_time2021-09-21 11:55:38

„თეა გოდოლაძის სეისმური მონიტორინგის ცენტრი საქართველოში ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურაა. ის კომუნიკაციის ყველა ეტაპზე ცდილობს თავი აარიდოს ჩვენს მიერ დასმულ კონკრეტულ მნიშვნელოვან კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს და ამ გზით კვლავ ჩრდილში დატოვოს მისდამი დაქვემდებარებული ცენტრის, როგორც სამეცნიერო, ისე ფინანსური საქმიანობის დეტალები“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.



მისი თქმით, იკვეთება, რომ თეა გოდოლაძე საავტორო უფლებებზე აპელირებით ცდილობს პრაქტიკულად ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვას.


„ცენტრი ცდილობს ისეთი ხასიათის ინფორმაციის დამალვას, რომელიც შეიცავს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ურთიერთობის ფინანსურ შინაარსს და რომლის შესახებაც ანგარიშგება პრაქტიკულად არ არსებობს. ჯამურად, საუბარია 7 მილიონი ლარის პროექტებზე“, - აღნიშნა კაიკაციშვილმა.



მისი განმარტებით, გოდოლაძე ყოველთვის აბუნდოვანებს და გაურკვეველს ხდის, არის თუ არა მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია საჯარო. „მე წარმოგიდგენთ წარმოგიდგენთ გოდოლაძისადმი მიმართულ ჩვენს ერთ-ერთ კითხვას და მიღებულ პასუხს და დასკვნა თავად გამოიტანეთ:



კითხვა: განეკუთვნება თუ არა მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას?




პასუხი: ინფორმაცია მიწისძვრების ხდომილების შესახებ არის საჯარო და ის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე, თუ ის არ წარმოადგენს, კონკრეტულად, რომელიმე პროექტის ფარგლებში მოპოვებულ მასალას.



ანუ, გამოდის, რომ ერთის მხრივ, თეა გოდოლაძე გვეუბნება, რომ მიწისძვრების ხდომილების შესახებ ინფორმაცია არის საჯარო და მისი ნახვა შესაძლებელია ცენტრის ვებგვერდზე. და, იქვე აღნიშნავს, რომ ასეა, თუ ინფორმაცია არ წარმოადგენს რომელიმე პროექტის ფარგლებში მოპოვებულ მასალას...



აბსოლუტურად გაუგებარია, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება რომელიმე პროექტის ფარგლებში ექცეოდეს ინფორმაცია მიწისძვრების ხდომილების შესახებ. ანუ, მოხდა თუ არა მიწისძვრა, როდის მოხდა, სად მოხდა და რა სიმძლავრის იყო ის?!. ეს ეხება, როგორც მაგნიტუდა 3-ის ზემოთ, ისე მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ მომხდარ ბიძგებს. და ამ ინფორმაციას თეა გოდოლაძე ხან გასცემს, ხან არა, საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ...



ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“, თეა გოდოლაძის უკვე ლამის 10 წლიანი ხელმძღვანელობის პირობებში, ჩამოყალიბდა, როგორც ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურა საქართველოში“, -აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.



შეგახსენებთ, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ სეისმურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის მიზნით ახორციელებს საკითხზე სამოქალაქო ადვოკატირებას. ორგანიზაციის მოთხოვნაა, ხელმისაწვდომი და ღია გახდეს საქართველოში მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით), შეიქმნას ერთიანი ეროვნული სტრატეგია სეისმური მონაცემების შესახებ და მეცნიერების სასარგებლოდ გადაიჭრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის მხრიდან შექმნილი ხელოვნური პრობლემები. ირკვევა, რომ დაწესებულება უარს ამბობს გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სეისმური მონაცემები მაგნიტუდა 3-ის ქვემოთ საქართველოს ტერიტორიისთვის.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up