ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში გასულ კვირას დღეში საშუალოდ 2 ათასამდე ზარი განხორციელდა, მიმდინარე კვირაში კი 10 ათასს გადააჭარბა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ აღნიშნულ კლინიკაში განუცხადეს.
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ცენტრალური ონლაინ კლინიკის ხელმძღვანელის თეა შარაშიძის განცხადებით, მიმართვიანობის დროს პრიორიტეტს მცირეწლოვანი ბავშვები წარმოადგენენ.
„საკმაოდ მაღალი დატვირთვაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიმღებ სადგურებში თანამშრომელთა რაოდენობა გავაორმაგეთ. ზარის დაყოვნების ხანგრძლივობა დაახლოებით, 7-8 წუთს არ აღემატება. მცირეწლოვან ბავშვებთან აუცილებლად ხდება დაკავშირება“, - განაცხადა შარაშიძემ.
imedinews.ge