თეა წულუკიანი - შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც, ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულო ზოგიერთებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი

თეა წულუკიანი - შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც, ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულო ზოგიერთებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი

access_time2021-12-03 16:00:00

შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ, ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულო ზოგიერთებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება, რათა დადგინდეს, რა ფორმით არის შესაძლებელი აღნიშნული შენობის გადარჩენა.

„რაც შეეხება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს, ამაზე მე არ დავკონკრეტდები დიდხანს, რადგან არ ვთვლი საჭიროდ იმ ადამიანების პასუხს, რომლებსაც მაშინ, როდესაც მე ვიდექი ქუჩაში, რუპორით ხელში, კულტურის სამინისტოს კიბეებზე და ვყვიროდი, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი ცუდ დღეშია-მეთქი, მაშინ ისხდნენ კაბინეტებში, თანამშრომლობდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ჭამდნენ ბატი-ბუტს ალბათ, არ ვიცი, რას. მათთან პოლემიკაში არ შევალ, მოკლედ ვიტყვი, დიახ, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც თქვენ, ძვირფასო სკამებო და მათთან აფილირებულო ზოგიერთებო, ჩააგდეთ საშინელ დღეში, იქნება აღდგენილი. ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება, კონსტრუქტორების მიერ იმისათვის, რომ დავინახოთ, რა ფორმით არის ამ კოლაფსის პირობებში მყოფი შენობის გადარჩენა შესაძლებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ჩვენ ხელოვნების სასახლისთვის რამდენიმე კვირის წინ შევიძინეთ ახალი შენობა, ეს იმათთვის საპასუხოდ, ვინც ამბობს, რომ თურმე ჩვენ მუზეუმებს ვანგრევთ. ისე კარგად ვანგრევთ, რომ შენობაც ვიყიდეთ და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ის კოლექციები, რომელიც რომ არა ამ შენობის ყიდვა, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებოდა, იქნება ამ შენობაში განთავსებული. ალბათ, ამ მუზეუმის ხელმძღვანელის, ბატონი გიორგი კალანდიას პროფესიონალიზმში არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ექსპონატები იქნება სათანადოდ დაცული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


ამასთან, როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, „ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ არ გაამართლა“.

„მუზეუმები ამოუწურავი თემაა. მიუხედავად ამისა, ღიად ვაცხადებ, რომ იმ დიდმა გაერთიანებამ, ვითარცა საბჭო კავშირმა არ გაამართლა, არ გაამართლა ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ჩვენ მუზეუმებს უნდა მივანიჭოთ იმ ხარისხის ავტონომია როგორიც არის მაგალითად, სპორტის მუზეუმი, როგორიც არის ყველაზე დიდი ანუ მნიშვნელოვანი მუზეუმი საქართველოში – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა მუზეუმები, ის ავტონომია და თუ საჭიროა დამოუკიდებლობაც, რომელსაც ეს მუზეუმები განვითარებისთვის საჭიროებენ. მე ფოტომასალაც მაქვს ურწმუნოებისთვის წამოღებული, თუ ასეთები არსებობენ ამ დარბაზში, თუ ეს გახდება საჭირო, გაჩვენოთ როგორ იმართებოდა ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთი და იმავე ხელმძღვანელების მიერ ეს გაერთიანება, რომელიც რეალურად არის ზოგ შემთხვევაში ძალიან ლამაზი ფასადი. ამას არც ევროპულ სტანდარტთან არ აქვს არავითარი კავშირი და არც სხვა რაიმე ტიპის სამუზეუმო სტანდარტთან, ჩვენ დღედღეზე ველოდებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას, აუდიტის შემოწმება დასრულდა ეროვნულ მუზეუმში და რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ იმ რეკომენდაციებით, რომლებიც იქ იქნება, რათა გავაუმჯობესოთ ეროვნული მუზეუმის მმართველობა და იქ დავნერგოთ კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.


1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up