მიმდინარე წლის თებერვალში ბათუმში 1 544 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის გაყიდვის მაჩვენებელს 42%-ით აღემატება. ინფორმაციას Colliers Georgia საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მიმოხილვაში აქვეყნებს.
მიმოხილვის მიხედვით, საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 50%-ით 66 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ბათუმში 2023 წლის თებერვალში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 45%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 20%-იანი ზრდაა.
ბათუმში თებერვალში მოთხოვნა უფრო მეტად ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე იყო. ამ ბინებზე მოთხოვნა 230%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში ტრანზაქციების რაოდენობა კი 19% და 40%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ფასს, recov.ge-ს მონაცემებით, თებერვალში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 22%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 895 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 28%-ით, 791 დოლარამდე გაიზარდა.