თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 191.8%-ით გაიზარდა - ინფორმაციას Galt&Taggart კვირის მიმოხილვაში აქვეყნებს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლის ორ თვეში ტურიზმიდან შემოსავლები 176.9%-ით გაიზარდა.
„ჩვენი შეფასებით, 2023 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 191.8%-ით გაიზარდა და 307 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, ჩვენი შეფასებით, 2023 წლის პირველ 2 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 607 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+176.9% წ/წ)“, — აღნიშნავენ Galt&Taggar-ში.
საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა ყოველთვიურად აღარ გამოქვეყნდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები შემუშავდა და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკით ხელმძღვანელობენ.