თებერვლის შემდეგ რუსმა მილიარდერებმა 93 მლრდ დოლარი დაკარგეს - Bloomberg

თებერვლის შემდეგ რუსმა მილიარდერებმა 93 მლრდ დოლარი დაკარგეს - Bloomberg

access_time2022-12-30 11:40:14

თებერვლის ბოლოდან რუსმა მილიარდერებმა 93 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის ნახევარი (46,6 მილიარდი დოლარი) მათ დაკარგეს 24 თებერვალს, ხოლო რჩენი (47 მილიარდი დოლარი) მომდევნო თვეებში, წერს Bloomberg-ი საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით.

 

 

შემცირდა სხვა ქვეყნების მილიარდერების ქონებაც. პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიიდან მხოლოდ პირველმა 500 ბიზნესმენმა დაკარგა თითქმის 1,4 ტრილიონი დოლარი წელიწადში. აქედან მხოლოდ ილონ მასკის, ჯეფ ბეზოსის, Changpeng Zhao-სა და მარკ ცუკერბერგის დაახლოებით 392 მილიარდი დოლარის ზარალია.

 

 

Bloomberg-მა ეს დინამიკა ინფლაციის ზრდას და ცენტრალური ბანკის პოლიტიკის გამკაცრებას მიაწერა, ასევე ომს უკრაინაში და შემდგომ სანქციებს. მასკის ქონებაზე ასევე იმოქმედა საკუთარმა ხრიკებმა Twitter-ის შეძენასა და მართვასთან დაკავშირებით, მისი აქტივები წელიწადში 138 მილიარდი დოლარით შემცირდა. დეკემბრის დასაწყისში, Forbes-ის ცნობით, მასკმა პირველობა ბერნარ არნოს დაუთმო.

 


 

რუსეთის ხელისუფლება დასავლეთის სანქციებს აკრიტიკებს და ბიზნესმენების წინააღმდეგ შემაკავებელ ზომებს საერთაშორისო ყაჩაღობას უწოდებს.

 

 

„მსოფლიოს არცერთ მხარეში სანქციებს არ მოჰყოლია შედეგი, რომ ქვეყნებმა, რომელთა წინააღმდეგაც ისინი შემოიღეს, შეცვალეს თავისი პოზიცია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა,

 

 

თებერვლიდან 20 უმდიდრესი უკრაინელი მილიარდერის ქონებაც შემცირდა - 40 მილიარდ დოლარზე მეტიდან 22,5 მილიარდ დოლარამდე, ამ დასკვნამდე მივიდა Forbes-ის უკრაინული გამოცემა. ყველაზე მდიდარ უკრაინელად Metinvest-ისა და DTEK-ის მფლობელი რინატ ახმეტოვი დარჩა, მაგრამ მისი აქტივების ღირებულება 13,7 მილიარდი დოლარიდან 4,4 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დატოვა მილიარდერების სია, მისი ქონება 1,6 მილიარდი დოლარიდან 730 მილიონ დოლარამდე შემცირდა.



bpn

თეგები:
რუსები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up