2022 წელი კორონავირუსის პანდემიის დასრულების წელი უნდა გახდეს, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
„2022 წელი კორონავირუსის პანდემიის დასრულების წელი უნდა გახდეს. თუმცა, ეს ასევე უნდა იყოს სოლიდარობის ახალი ერის დასაწყისი“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
21 დეკემბერს, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა 2022 წელს პანდემიის დასრულების პირობა დაასახელა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, კორონავირუსის პანდემია 2022 წელს შეიძლება დასრულდეს, თუ მსოფლიოს მოსახლეობის 70% აიცრება.
„თუ გვსურს, რომ პანდემია მომდევნო წელს დასრულდეს, უთანასწორობას ბოლო უნდა მოვუღოთ და 2022 წლის მეორე ნახევრისთვის თითოეულ ქვეყანაში მოსახლეობის 70% უნდა ავცრათ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
imedinews.ge